ტერა ლიზინგი

შეიძინე საკუთარი ბიზნესისთვის ძირითადი საშუალებები ტერა ლიზინგის დახმარებით და შეინარჩუნე საბრუნავი კაპიტალი. ლიზინგი ეფექტური ინსტრუმენტია ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების შესყიდვის დაფინანსებისთვის:

  • არ მოითხოვება უზრუნველყოფა უძრავი ქონებით
  • შესაძლებელია ახალი და მეორადი აქტივების შესყიდვა
  • განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის
  • ტერა ლიზინგი დაგეხმარებათ აქტივის შერჩევასა და შემოწმებაში

 

ტერა ლიზინგი

ტერა ლიზინგის პირობები

ოდენობა   5 000-დან 5 000 000 ლარამდე
ვადა   6-დან  72 თვემდე
ლიზინგის ვალუტა   ლარი, აშშ დოლარი, ევრო
თანამონაწილეობა   აქტივის ფასის 15%-დან
უზრუნველყოფა   უძრავი ქონების უზრუნველყოფის გარეშე
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში   19%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აშშ დოლარში   14%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ევროში   13%-დან

ტერა ლიზინგი 2023 წელს ტერაბანკისა და Bizon.ge-ის თანამშრომლობით შეიქმნა. ახალი ბრენდის უკან ლიზინგის სფეროში გამოცდილი გუნდი დგას.


ტერა ლიზინგი ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს (მათ შორის სტარტაპებს). ლიზინგით შესაძლებელია ახალი და მეორადი (2013-დან) აქტივების დაფინანსება ლიზინგით.


ტერა ლიზინგი ჩართულია „აწარმოე საქართველოში“ და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამებში. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება მერყეობს 5%-დან 12%-მდე.


ლიზინგის გუნდი ჩართულია აქტივის შესყიდვისა და მართვის სრულ პროცესში და მხარდაჭერას სთავაზობს მომხმარებლებს აქტივის შერჩევის, შესყიდვის, დაზღვევისა და მოვლა-პატრონობის ეტაპებზე.
 

ხშირად დასმული კითხვები

ვერ იპოვე პასუხი? დაგვისვი შეკითხვა
როგორ მუშაობს ტერა ლიზინგი?

ლიზინგით სარგებლობისას, თქვენ არჩევთ სასურველ ტექნიკას/დანადგარს და მომწოდებელს, ვისგანაც გსურთ მისი შეძენა ან მოგვმართავთ კონსულტაციისთვის შერჩევის ეტაპზე. ჩვენ შევისყიდით შერჩეულ აქტივს და გადმოგცემთ სარგებლობაში ლიზინგის ვადის ამოწურვამდე.


თუკი თქვენ უკვე შესყიდული გაქვთ თქვენთვის საჭირო მანქანა-დანადგარები და გსურთ მასში ინვესტირებული თანხის გამოთავისუფლება, ლიზინგი ასეთ შემთხვევაშიც გამოგადგებათ. უკულიზინგის დროს, ჩვენ დროებით შევისყიდით თქვენს კუთვნილ აქტივს თანხის სანაცვლოდ.


ორივე შემთხვევაში, ყოველთვიური გადახდების დროულად და ჯეროვნად გადახდის შემდეგ, აქტივი თქვენი საკუთრება გახდება.
 

რატომ ლიზინგი?

ლიზინგი ეფექტური ინსტრუმენტია ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების შესყიდვის დაფინანსებისათვის.

ლიზინგის დროს არ მოითხოვება უზრუნველყოფა უძრავი ქონების სახით.

ლიზინგის გუნდი ჩართულია აქტივის შესყიდვისა და მართვის სრულ პროცესში და გთავაზობთ მხარდაჭერას შერჩევის, შესყიდვის, დაზღვევის და მოვლა-პატრონობის ეტაპებზე.
 

 

ვის და რისთვის შეუძლია ლიზინგით სარგებლობა ?

ტერა ლიზინგი მათთვისაა, ვისაც სურს ბიზნესის გაფართოება, საწარმოს გადაიარაღება, სამშენებლო ან სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, სამედიცინო აპარატურის, საწარმოო დანადგარის, სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა აღჭურვილობის დამატება, ან ახალი ავტომობილის შესყიდვა პირადი მოხმარებისთვის.


ტერა ლიზინგი ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს (მათ შორის სტარტაპებს).
 

შეავსე განაცხადი

info@terabank.ge
info@terabank.ge ელ. ფოსტა
(995 32) 255 00 00
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი