მმართველობა
თეა ლორთქიფანიძე
გენერალური დირექტორითეა ლორთქიფანიძე ტერაბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას 2014 წლის მაისიდან იკავებს. მას ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის...
თეა ლორთქიფანიძე
გენერალური დირექტორითეა ლორთქიფანიძე ტერაბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას 2014 წლის მაისიდან იკავებს. მას ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2008-2013 წლებში თიბისი ბანკის რისკების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. 2007-2008 წლებში რისკების დირექტორის მოადგილე იყო, 2004-2006 წლებში - თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი. სხვადასხვა დროს იყო კრედიტინფო საქართველოს, მიკროსაფინანსო კომპანია ,,კრედოს,’’ თიბისი ლიზინგის და უძრავი ქონების მართვის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საქართველოს სალიზინგო ასოციაციის პრეზიდენტი. 1993-2003 წლებში თეა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა თიბისი ბანკში.
თეა 1988-1993 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1999-2000 წლებში სწავლა ESM-ის მაგისტრატურაზე განაგრძო, ხოლო 2008-2013 წლებში წარმატებით დაასრულა ამერიკის ბიზნეს ასოციაციის საბანკო სკოლა.
თეიმურაზ აბულაძე
რისკების დირექტორითემურ აბულაძე ტერაბანკის რისკების დირექტორის პოზიციას იკავებს 2015 წლის იანვრიდან. იგი გუნდს 2014 წლის ნოემბერს შემოუერთდა, როგორც რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მას აქვს საბანკო და...
თეიმურაზ აბულაძე
რისკების დირექტორითემურ აბულაძე ტერაბანკის რისკების დირექტორის პოზიციას იკავებს 2015 წლის იანვრიდან. იგი გუნდს 2014 წლის ნოემბერს შემოუერთდა, როგორც რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
მას აქვს საბანკო და საფინანსო სფეროში მოღვაწეობის 15 -წლიანი გამოცდილება. 2009-2014 წლებში ხელმძღვანელობდა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რისკების მართვის მიმართულებას, ხოლო 1999-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკში საკრედიტო რისკების მართვის სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის საკრედიტო რისკების ანალიტიკოსად (1999-2000წწ), საკრედიტო რისკების ანალიზის განყოფილების უფროსად (2000-2001წწ) და საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ (2001-2006წწ). 2006-2009 წლებში თემური მუშაობდა გეოპრომაინინგის ჯგუფში, რომელიც ფლობდა საწარმოებს სამთო-მომპოვებით სფეროში საქართველოსა (სს მადნეული და შპს კვარციტი) და სომხეთში, 2007-2009 წლებში იგი სს „აგარაკის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის“ ფინანსური დირექტორი იყო.
თემური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრია.
დავით ვერულაშვილი
კომერციული დირექტორიდავით ვერულაშვილი ტერაბანკის კომერციული დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა. მას საბანკო სფეროში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. დავითის კარიერა...
დავით ვერულაშვილი
კომერციული დირექტორიდავით ვერულაშვილი ტერაბანკის კომერციული დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა. მას საბანკო სფეროში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. დავითის კარიერა 2000 წელს, MBG ბანკში (პროკრედიტ ბანკი) დაიწყო, სადაც იგი ჯგუფის უფროსის, უფროსი სესხის ოფიცრისა და საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის პოზიციებს იკავებდა.
2003 წელს მისი საქმიანობა პროკრედიტ ბანკში გაგრძელდა, ამჯერად იგი ჯერ ცენტრალური ფილიალის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსად, შემდეგ ფილიალის მმართველის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
2006-2008 წლებში დავით ვერულაშვილი საქართველოს ბანკში, კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. შემდეგ მან კვლავ პროკრედიტ ბანკში გადაინაცვლა კორპორატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად, 1 წლის შემდეგ კი კარიერა უკვე ლიბერთი ბანკში გააგრძელა, სადაც 11 წლის განმავლობაში მუშაობდა: იყო კორპორატიული და სავაჭრო ბანკინგის უფროსის მოადგილე, 2013 წლიდან გენერალური დირექტორის მოადგილე და კორპორატიული საბანკო საქმიანობის დირექტორი.
დავითმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი 2001 წელს, გამოყენებითი მათემატიკის, ინფორმატიკისა და საწარმოების მენეჯმენტის განხრით მიიღო.
სოფიო ჯუღელი
ფინანსური დირექტორისოფიო ჯუღელი ტერაბანკის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე 2016 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. იგი გუნდს 2015 წლის 27 აპრილს შემოუერთდა, როგორც ბანკის ფინანსური დირექტორის მოადგილე...
სოფიო ჯუღელი
ფინანსური დირექტორისოფიო ჯუღელი ტერაბანკის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე 2016 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. იგი გუნდს 2015 წლის 27 აპრილს შემოუერთდა, როგორც ბანკის ფინანსური დირექტორის მოადგილე.
მას საქართველოს კომერციულ ბანკებში წამყვან ფინანსურ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სოფიო 2001 წლიდან იკავებდა თიბისი ბანკის მთავარი ბუღალტრის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კონტროლის განყოფილების უფროსის, ფინანსური დეპარტამენტის უფროსისა და ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციებს. იგი ტერაბანკში ხელმძღვანელობს ხაზინის, ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის, ფინანსური რისკებისა და რეპორტინგის და ბიუჯეტირების, ანალიზისა და IFRS განყოფილებებს. აგრეთვე იგი კურირებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობას.
სოფიო ჯუღელს გააჩნია ESM-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. იგი ამასთანავე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრი.
ვახტანგ ხუციშვილი
ოპერაციული დირექტორივახო ხუციშვილი ტერაბანკის ოპერაციული დირექტორის პოზიციაზე 2014 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა. 2013 წელს მუშაობდა რესპუბლიკა ბანკში ცენტრალური ბექ ოფისის სამსახურის უფროსად, ხოლო...
ვახტანგ ხუციშვილი
ოპერაციული დირექტორივახო ხუციშვილი ტერაბანკის ოპერაციული დირექტორის პოზიციაზე 2014 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა.
2013 წელს მუშაობდა რესპუბლიკა ბანკში ცენტრალური ბექ ოფისის სამსახურის უფროსად, ხოლო 2009-2013 წლებში ლიბერთი ბანკში ხელმძღვანელობდა დაგეგმარებისა და კონტროლის დეპარტამენტს. 2009 წელს ლიბერთი ბანკის საბანკო არხების განვითარების დეპარტამენტს უძღვებოდა. 2005-2008 წლებში მუშაობდა ლიბერთი ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში წამყვან პოზიციებზე. 2003-2005 წლებში გახლდათ კომპანია ,,კარდიოექსპრესის’’ ფინანსური მენეჯერი. ვახო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის მაგისტრია.
1998-2002 წლებში აგრეთვე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს ორგანიზაციული მენეჯმენტისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი.
მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი 1992 წლიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფედერალური მთავრობის წევრია და ამჟამად ტოლერანტობის მინისტრის პოსტს იკავებს...
მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე1983-2018 წლებში მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი არაბეთის გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის კანცლერი იყო, 1988-2013 წლებში კი იგივე პოზიცია ტექნოლოგიების უმაღლეს კოლეჯში ეკავა, იყო ზაიედის უნივერსიტეტის კანცლერიც.
შეიხი ნაჰაიანი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესჯგუფის, Dhabi Group-ის მფლობელია. იგი სხვადასხვა სფეროში ოპერირებს, მათ შორისაა ტურიზმი, მშენებლობა, უძრავი ქონება, განვითარება და მართვა, წარმოება, საზღვაო ჭაბურღილები, საბანკო და ფინანსური სერვისები და ა.შ. Dhabi Group-მა საქართველოში პირველი ინვესტიცია 2007 წელს „კორ სტანდარტ ბანკსა“ (ამჟამად „ტერაბანკი“) და სასტუმრო „ბილტმორში“ განახორციელა.
აბჰიჯით ჩოუდური
სამეთვალყურეო საბჭოს წევრიაბჰიჯით ჩოუდური 2022 წლიდან ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. პარალელურად, იგი იკავებს დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორის პოზიციას...
აბჰიჯით ჩოუდური
სამეთვალყურეო საბჭოს წევრიაბჰიჯით ჩოუდური 2022 წლიდან ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. პარალელურად, იგი იკავებს დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ბანკ ABC Islam-ის საბჭოში, ბაჰრეინში და არის ბანკირების, მარეგულირებელი და საინვესტიციო პროფესიონალებისთვის განკუთვნილი პლატფორმის, Athena Advisory Limited-ის დამფუძნებელი.
აბჰიჯით ჩოუდურის საბანკო სექტორში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი კარიერა ინდოეთის ANZ Grindlays Bank-ში, ბაჰრეინის Arab Banking Corporation-ში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აბუ-დაბის ეროვნულ ბანკში საქმიანობებს აერთიანებს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი მმართველ გუნდებსა და საბჭოებში სხვადასხვა რანგის პოზიციებს იკავებდა: იყო აბუ-დაბის ეროვნული ბანკის (NBAD) ჯგუფის რისკების დირექტორი და დროებითი აღმასრულებელი დირექტორი, First Abu Dhabi Bank-ის რისკების დირექტორი და არაბთა გაერთიანებული საემიროების ცენტრალური ბანკის მმართველის მრჩეველი. ასევე, ის აბუ-დაბის ეროვნული ბანკის შვილობილი კომპანიების საბჭოებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.
აბჰიჯით ჩოუდურის აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, რომელიც მან ნიუ დელის Jawaharlal Nehru University-ში მიიღო.
სეით დევდარიანი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრისეით დევდარიანს, რომელიც 2018 წლიდან ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ აზიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების მართვის 15-წლიანი გამოცდილება აქვს...
სეით დევდარიანი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრისეით დევდარიანს, რომელიც 2018 წლიდან ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ აზიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების მართვის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.
ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობამდე მისი საქმიანობა უკავშირდებოდა საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების განვითარებას კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ასევე, საბანკო და ფინანსურ ინსტიტუტებში რისკების მართვის სრულყოფას.
სეით დევდარიანი 1977-1982 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, არის მათემატიკური მეცნიერებების მაგისტრი. 2004-2005 წლებში მან ვაშინგტონში, ამერიკის ბანკინგის ინსტიტუტში — ბანკის ფინანსური მენეჯმენტი,
2005-2007 წლებში კიპენსილვანიის უნივერსიტეტში ბანკინგი შეისწავლა.
2007 წელს სეით დევდარიანმა ინიდიანას უნივერსიტეტის მაგისტრატურის ხარისხი სტრატეგიული მენეჯმენტის განხრით მოიპოვა.
გერლოფ დე კორტე
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრიგერლოფ დე კორტე 2018 წლის ოქტომბრიდან ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მას საერთაშორისო საბანკო და საფინანსო სფეროებში მენეჯერულ და საკონსულტაციო პოზიციებზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს...
გერლოფ დე კორტე
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრიგერლოფ დე კორტე 2018 წლის ოქტომბრიდან ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მას საერთაშორისო საბანკო და საფინანსო სფეროებში მენეჯერულ და საკონსულტაციო პოზიციებზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ტერაბანკში საქმიანობის დაწყებამდე იგი ჰოლანდიაში, ინვესტიციების მართვის კომპანიაში, ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და ბიზნესსაწარმოების ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებებზე მუშაობდა.
სხვადასხვა დროს მას წამყვანი პოზიცია აშშ-ს ფინანსური სერვისების კომპანიაში ეკავა, სადაც ბიზნესპროცესებისა და ტექნოლოგიების სტანდარტიზაციის საკითხებში გლობალური მრჩეველი იყო. გერლოფ დე კორტემ მაგისტრის ხარისხი ამსტერდამის უნივერსიტეტში, ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით დაიცვა. ამასთან, იგი ჰარვარდისა და ედინბურგის ბიზნესსკოლების საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულია.
ნანა მიქაშავიძე
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრინანა მიქაშავიძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის პარალელურად, იგი ქართული ICT კლასტერის დირექტორი, კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი დირექტორი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის..
ნანა მიქაშავიძე
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრინანა მიქაშავიძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის პარალელურად, იგი ქართული ICT კლასტერის დირექტორი, კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი დირექტორი და ასევე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის კონცენტრაციის ხელმძღვანელია.
მანამდე, სხვადასხვა დროს, ნანა მიქაშავიძე Financial In Motion GmbH-ის ინვესტიციების მენეჯერის და თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორის პოზიციებს იკავებდა. ამას გარდა, ნანა მიქაშავიძე იყო „რეა“-სა და „მიკროსაფინანსო კრედო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თიბისი ბანკის კორპორაციული ბანკინგის დირექტორის მოადგილე.
ნანა მიქაშავიძემ ევროპული მართვის სკოლა დაამთავრა. მონაწილეობდა არაერთ პროფესიულ კონფერენციაში და გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი.
თეონა მიქაძე
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრითეონა მიქაძე 2023 წლის სექტემბრიდან ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრია. მას ფინანსურ სექტორში 20-წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკონსულტაციო პოზიციებზე...
თეონა მიქაძე
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრითეონა მიქაძე 2023 წლის სექტემბრიდან ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრია. მას ფინანსურ სექტორში 20-წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკონსულტაციო პოზიციებზე.
საბჭოს წევრობის გარდა, თეონა არის თარა ქონსალთინგის დამფუძნებელი და წამყვანი მრჩეველი, სადაც ის კომპანიებს ეხმარება ზრდაში სტრატეგიული დაგეგმვის, კვლევის, მომსახურების დიზაინის, სტრატეგიული მარკეტინგის, ბიზნესის განვითარებისა და მდგრადობის სტრატეგიების მეშვეობით. ის, ასევე, არის EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის უფროსი კონსულტანტი კავკასიის რეგიონში.
მანამდე, სხვადასხვა დროს, თეონა იკავებდა შემდეგ პოზიციებს: უფროსი საერთაშორისო კონსულტანტი EBRD, EIB და GGF მიერ დაფინანსებულ მწვანე და ინკლუზიური დაფინანსების პროექტებში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. მას, ასევე, ეკავა საქართველოს ბანკის SOLO მომსახურების დირექტორის, თიბისი ბანკისა და პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობები.
2014 წლიდან 2017 წლამდე თეონა ხელმძღვანელობდა ტერაბანკის სტრატეგიული დაგეგმვის პროექტს, როგორც გარე მრჩეველი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომპლექსური რებრენდინგის პროექტის განხორციელებაში.
თეონას აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები, ასევე, IE Business School-ის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA), ესპანეთში. გარდა ამისა, თეონა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასწავლო კურსის სერტიფიკატს ფლობს.
აქციონერები
სს „ტერაბანკის“ აქციონერთა შემადგენლობა და აქციათა გადანაწილება.
აქციონერები
- შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი - 65%
- შეიხი მანსურ ბინ ზაედ ბინ სულთან ალ ნაჰაიანი - 15%
- შეიხი მოჰამად ბუტი ალ ჰამედი - 15%
- შპს „ინვესტმენტ ტრეიდინგ გრუპ“ – 5%