ხელფასების გაცემის პროცედურის გასამარტივებლად, ტერაბანკი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ მათთვის სასურველი მეთოდი: ჩარიცხონ ხელფასები მოქნილი ინტერნეტბანკის დახმარებით ან ელექტრონულად გადაუგზავნონ ბანკს თანამშრომლებისა და მათი ხელფასების სია და ორგანიზაციის ანგარიშიდან ხელფასებს ჩარიცხავს ბანკი.
სერვისის უპირატესობები
ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ორგანიზაციასთან;
მარტივი პროცედურა თანამშრომლობის დაწყებისთვის;
ნაღდი ფულის მართვით გამოწვეული ხარჯების შემცირება;
თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთების კონფიდენციალურობა.
ტერაბანკისა და პარტნიორი ბანკების ბანკომატების ფართო ქსელი საქართველოს მასშტაბით;
მსოფლიო მასშტაბით სავაჭრო ობიექტებში ბარათით უპროცენტოდ ანგარიშსწორების შესაძლებლობა;
მხოლოდ სახელფასო პროგრამაში ჩართული ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის სპეციალური პირობები საკრედიტო პროდუქტებზე - სესხები, ოვერდრაფტები, საკრედიტო ბარათები;
დისტანციური პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა.