გზავნილები
გააგზავნე და მიიღე ფულადი გზავნილები მსოფლიოს მასშტაბით.
გზავნილის მისაღებად საჭიროა ადრესატმა იცოდეს გზავნილის კოდი, გამომგზავნი ქვეყანა და გამომგზავნის დასახელება, ამავდროულად საჭიროა მიმღებს თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელზე დატანილი სახელიც უნდა ემთხვეოდეს გამომგზავნის მიერ მითითებულ ადრესატის სახელსა და გვარს. ფულადი გზავნილების სწრაფად და მარტივად მისაღებად ისარგებლე ტერაბანკის ინტერნეტბანკით.
სს ტერაბანკი (საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი N3,) შეაგროვებს/დაამუშავებს პირის ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეწოდება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.