მდგრადი განვითარება და CSR

ტერაბანკში კორპორაციული მართვის პრინციპები პარიზის შეთანხმების, საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა (NDC) და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის მხარდაჭერას ეფუძნება. სრულად ვაცნობიერებთ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) რისკებისა თუ სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი კომერციული ტრანზაქციისას მოწმდება, რამდენად შესაბამისობაშია თითოეული მომხმარებლის საქმიანობა ადგილობრივ გარემოსდაცვით, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, კორპორაციული მართვისა და შრომით რეგულაციებსა და სტანდარტებთან, ასევე, ე.წ. „აკრძალული საქმიანობების სიასთან“. ყველა პროცედურა საერთაშორისო ფინანსური კორპორაციისა (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სტანდარტებსა და მოთხოვნებს ეყრდნობა. 

ESG სტრატეგია

ტერაბანკის ESG სტრატეგია მოიცავს ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიის, ქალების მიერ მართული ან მათ საკუთრებაში არსებული საწარმოების, სტარტაპებისა და სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაფინანსებას. სწორედ ამიტომ, ბანკი რესურსების მოზიდვისა და ტექნიკური დახმარების მიმართულებებით ისეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: FMO, EIB, World Bank, DEG. 2024 წელს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ტერაბანკი შეიმუშვებს განახლებულ ESG სტრატეგიას, კლიმატთან დაკავშირებული რისკების მართვის პოლიტიკას და მოახდენს მის ინტეგრირებას ბიზნეს სტრატეგიაში. ბანკი აქტიურად იმუშავებს მწვანე დაკრედიტების შესაძლებლობებისა და ინვესტიციების გაფართოებაზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნებთან შესაბამისობას, კლიმატის რისკებისა და შესაძლებლობების შეფასების, სათბური აირების ემისიის გამოთვლის მეთოდოლოგიების დადგენის და კლიმატის ამბიციისა და გარდამავალი ბერკეტების განსაზღვრის გზით, რათა ბანკმა მიაღწიოს პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ ბიზნეს მოდელს და ოპერაციებს. პარალელურად, ბანკი აქტიურად მუშაობს მწვანე დაკრედიტების, სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. შედეგად, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ტერაბანკი მიზნად ისახავს, კლიმატური რისკების მართვის პრაქტიკა და მწვანე დაკრედიტების ჩარჩო საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების, IFRS S2-ისა და სებ-ის ანგარიშგების მოთხოვნების შესაბამისად გააძლიეროს. აღნიშნული ნაბიჯები კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარების პროცესში გრძელვადიანი და მდგრადი წვლილი შევიტანოთ.

გარემოზე ზრუნვა

Technical Assistance Program - European Investment Bank (EIB)

„ტერაბანკსა“ და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის Green Gateway Greening Financial Systems Technical Assistance Programme (GFS TAP) ფარგლებში ბანკის ზედა და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ჩატარდა ვორქშოფი კლიმატური სტრატეგიის შესახებ. ბანკის მიზანია მოახდინოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მართვის ინტეგრაცია რისკის მართვის პოლიტიკაში. ვორქშოფზე განხილულ იქნა კლიმატის სატრანზიტო გეგმა, რომელიც მოიცავს კლიმატის რისკებისა და შესაძლებლობების შეფასებას მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე, ახალი მეთოდოლოგიური მიდგომებს სათბური აირების ემისიების ანგარიშგების კუთხით და მათი შემცირების რეკომენდაციებს. დამატებით, ვორქშოფზე მიმოხილულ იქნა ბანკის კლიმატური ამბიციების და მიზნების განსაზღვრის მეთოდები და მათი მიღწევის შესაძლო გზები. EIB-ს ტექნიკური დახმარების პროექტი 14 თვეს მოიცავს და შემდგომ ეტაპზე იგეგმება მწვანე დაფინანსების სტრატეგიის შემუშავება და ბანკის თანამშრომელთა ტრენინგები.

Technical Assistance program - DEG Impact GmbH

11-13 სექტემბერს DEG Impact GmbH-ის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში „ტერაბანკის“ სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მწვანე დაფინანსების თემაზე ვორქშოფი ჩატარდა. სამუშაო ფორმატში განხილულ იქნა ტერაბანკში მწვანე დაფინანსების დანერგვის შესაძლებლობები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მწვანე ტაქსონომია და დაფინანსების კრიტერიუმები. ასევე, მდგრადი განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო პროგნოზები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, მცირე და საშუალო ბიზნესების, მეწარმე ქალებისა და მწვანე პროექტების მხარდასაჭერად გერმანიის საინვესტიციო და განვითარების ინსტიტუტმა (DEG) ტერაბანკს 20 მლნ ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი გამოუყო. მწვანე დაფინანსების განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენის შერბილების, ასევე ახალი ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენისა და CO2 ემისიების შემცირების კუთხით. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, 2024 წლიდან ბანკი აქტიურად მუშაობს მწვანე დაკრედიტების, სერვისებისა და პროდუქტების დანერვასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ტერაბანკის ESG სტრატეგია მოიცავს ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიისა და ქალთა ხელმძღვანელობითა და ქალთა საკუთრებაში არსებული საწარმოების, სტარტაპებისა და აგრობიზნესების დაფინანსებას.

ტერა ბაიკი

ტერაბანკის საზაფხულო კამპანია „ტერა ბაიკი“ ქართული რეალობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის სრულიად განსხვავებული ინიციატივა იყო. იგი მიზნად ველოსიპედით სიარულისა და, შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა. კამპანიის ფარგლებში, ტერაბანკის არსებულ თუ ახალ მომხმარებლებს ჩვენი ველოსიპედებით სარგებლობა თბილისში სრულიად უფასოდ შეეძლოთ. მთელი ზაფხულის განმავლობაში ბანკის 5 ფილიალთან სპეციალური ველოსადგომები იყო მოწყობილი, მსურველებს კი ველოსიპედები მარტივად, მხოლოდ ტერა ბაიკის ბარათით გაჰყავდათ. ველოსიპედების შეთავაზებასთან ერთად, ტერაბანკმა მოსახერხებელი, მოკლე და უსაფრთხო მარშრუტების შექმნაზეც იზრუნა: პროფესიონალი ბაიკერების დახმარებით, მომზადდა სპეციალური გზამკვლევები, რომლებიც ველოსიპედის მოყვარულებს თბილისის მასშტაბით კომფორტულად გადაადგილებაში ეხმარებოდა. „ტერა ბაიკი“ ქალაქისთვისაც მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენდა. ამ კამპანიით შევეცადეთ, დაგვემსხვრია სტერეოტიპი, რომელსაც ბევრი იზიარებდა: თბილისი ველოსიპედების ქალაქი არ არის. კამპანიაში უამრავი ადამიანი ჩაერთო, რამაც დაგვანახა, რომ „ტერა ბაიკი“ დროული თანამოაზრე აღმოჩნდა მათთვის, ვისაც ჩვენსავით სჯეროდა: სინამდვილეში ამ არაჩვეულებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ჩვენთანაც შესაძლებელია, თბილისს კი რეალურად აქვს პოტენციალი, რომ ველოსიპედების ქალაქად იქცეს.

გამწვანების აქცია

ტერაბანკმა თბილისის ერთ-ერთი უბნის გამწვანების ინიციატივას მხარი დაუჭირა და მხარდაჭერის ფარგლებში ამერიკული ნეკერჩლები შეიძინა. აქციაში მონაწილეობა ადგილობრივ მოსახლეობასა და "ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომლებთან ერთად ტერაბანკის თანამშრომლებმაც მიიღეს და ტერიტორია ნერგებით გაამწვანეს. გამწვანების აქცია ტერაბანკის მხარდაჭერითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

საახალწლო კამპანია "ჩაისუნთქე ახალი წელი"

ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულება გარემოზე ზრუნვაა და ამ კუთხითაც ბანკი სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს. გარემოზე ზრუნვას ემსახურებოდა 2024 წლის საახალწლო კამპანია „ჩაისუნთქე ახალი წელი“. კამპანიამ აქცენტი ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე გააკეთა და გარემოზე ზრუნვის მაგალითი აჩვენა. ამ მიზნით, ერთ-ერთ ხალხმრავალ, ავტომობილებითა და საცობებით დატვირთულ ადგილას — ბუკიას ბაღში აღიმართა საახალწლო ხის 8-მეტრიანი კონსტრუქცია, რომელიც მთლიანად ხავსით დაიფარა. საგულისხმოა, რომ ხავსის უნიკალური მახასიათებლები ჰაერის გაწმენდას ბუნებრივად უზრუნველყოფენ და გარემოსაც აჯანსაღებენ. პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე იმავე პრინციპით შეიფუთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება და ტერაბანკის ფილიალის ვიტრინა. კამპანია მოიცავდა ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებსაც: საახალწლო ხის გახსნაზე ჩატარდა ვორკშოპი, რომლის დროსაც სტუმრებმა ჰაერის გამწმენდი პანელების დამზადება შეისწავლეს, ხავსის დეკორაციები საჩუქრად გაეგზავნათ ინფლუენსერებს, რომელთა ონლაინ ჩართულობის დახმარებითაც, გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო არა მარტო კამპანიის, არამედ ხავსის ამ უნიკალური თვისების შესახებ. ინიციატივამ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული ადამიანის ჩართვა ღირებულია.
სოციალური მიმართულება

FMO’S (Dutch Entrepreneurial Development Bank) NASIRA guarantee program

ტერაბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამაშია NASIRA-ში ჩაერთული. პროგრამა ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. იგი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. NASIRA სასესხო პორტფელის გარანტიას წარმოადგენს. იგი ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, გააფართოონ საკრედიტო საქმიანობა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ მცირე ფერმერებზე, მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდა მეწარმეებზე, რომლებიც, უზრუნველყოფის არარსებობისა და მაღალი საკრედიტო რისკების გამო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სირთულეებს ხშირად აწყდებიან. ტერაბანკს FMO-სთან დიდი ხნის პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. NASIRA პროგრამა ბანკს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო გააძლიეროს მისი სტრატეგიული სეგმენტის — მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანოს.

საახალწლო ქარავანი

ტერაბანკის გენერალური სპონსორობითა და თბილისის მერიის ხელშეწყობით, 2022 წლის 23 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე საახალწლო ურბანული პროექტი ქარავანი ჩატარდა. სამეწარმეო მარკეტზე წარმოდგენილი დახლების ნაწილი ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების ხელშეწყობისთვის გამოიყენა: მარკეტის მონაწილეებს ამ დახლებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენა და გაყიდვა უსასყიდლოდ შეეძლოთ. ორბელიანზე განთავსდა ტერაბანკის საჩუქრების შესაფუთი ჯიხურიც, სადაც ქარავანზე შეძენილ საჩუქრებს სტუმრებს უსასყიდლოდ უფუთავდნენ. აღსანიშნავია, რომ ტერაბანკისა და „ილუსტრატორების კლუბის“ ინიციატივით, ხუთმა ქართველმა არტისტმა სპეციალურად ქარავნისთვის სადღესასწაულო ილუსტრაციები შექმნა. ჯიხურის სტუმრებს სწორედ მათი ნამუშევრებით გაფორმებული შესაფუთი ქაღალდები და მისალოცი ბარათები ხვდებოდათ. ამ ინიციატივით, ტერაბანკმა ქართველი არტისტების პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი.

SaaS ჰაკათონი

ტერაბანკის სპონსორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებისთვის SaaS ჰაკათონი გაიმართა, რომელშიც 21 გუნდი მონაწილეობდა. 48 საათის განმავლობაში მათ პროგრამული უზრუნველყოფის, როგორც სერვისის თემაზე შექმნეს პირველადი პროდუქტები, რომლებიც ბიზნესსექტორის გამოწვევების გადაჭრაზე იყო ორიენტირებული. გამარჯვებულმა გუნდმა, პროდუქტის განსავითარებლად, ტერაბანკისგან პრიზის სახით 5000 ლარი მიიღო. SAAS ჰაკათონი თემატურ მოხსენებებს, მენტორობას, სამუშაო სემინარებსა და პანელურ დისკუსიასაც აერთიანებდა. მასში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინდუსტრიის წარმომადგენლები, ტექ ანტრეპრენერები, ტერაბანკის მენეჯმენტის წევრები და ბიზნესკლიენტებიც მონაწილეობდნენ.

SaaSargeblo.ge

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებების შესაბამისად, მათი საქმიანობების გაციფრულების მხარდასაჭერად, პლატფორმა Saasargeblo.ge შექმნა. Saasargeblo.ge ონლაინ გზამკვლევია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს SaaS კომპანიებთან აკავშირებს. შედეგად, პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებელი კომპანიების დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალება ეძლევათ, ციფრული გადაწყვეტილებები დანერგონ და ბიზნესპროცესები გაიმარტივონ. Saasargeblo.ge-ზე ბიზნესებს SaaS კომპანიების მუდმივად განახლებადი კატალოგი ხვდებათ. მათ ონლაინ რესურსის დახმარებით, უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩანიშვნაც შეუძლიათ. პროექტის ნაწილს წარმოადგენს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ტერაბანკსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმდა. Saasargeblo.ge უფასო, ღია ღონისძიებებსა და კონსულტაციებსაც აერთიანებს. ტარდება B2B შეხვედრები, რომელთა მიზანიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და SaaS კომპანიებს შორის პერსპექტიული, მჭიდრო B2B თანამშრომლობების ჩამოყალიბება და მთლიანად ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებაა.

კულინარიული გზამკვლევი

როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერმა კომპანიამ, 2022 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, ფინანსური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ კულინარიული გზამკვლევის მომზადებას, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, აგროტურიზმში დასაქმებული 10 ქალის ისტორიის, საქმიანობისა თუ ობიექტების აღწერასა და კულინარიული რეცეპტების კრებულს წარმოადგენს. ამ ინიციატივამ მხარი დაუჭირა როგორც მეწარმე ქალების საქმიანობებს, ისე შიდა ტურიზმის განვითარებას.

პრე-აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდებისთვის

ტერაბანკის პარტნიორობით, ახალგაზრდებისთვის განხორციელდა პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და Zoomout-ის მიერ იყო ორგანიზებული. 6 კვირის განმავლობაში პრე-აქსელერაციის პროგრამის მონაწილე 24 გუნდი იდეების გენერირებასა და დახვეწაზე, იდეის პროტოტიპირებასა და ვალიდაციაზე, ბიზნესმოდელის შექმნაზე, სტარტაპების სამართავად საჭირო ფინანსური ცოდნის მიღებაზე, საინვესტიციო ფონდების მოძიებაზე, საგრანტო განაცხადების წერის ტექნიკებზე, იდეისა და პროექტის საინვესტიციო წარდგენის მომზადებაზე მუშაობდა. პროგრამის გამარჯვებულად Strive დასახელდა, რომლის წევრებსაც ტერაბანკმა 10 000 ლარი გადასცა.

Social Impact Award-ის მხარდაჭერა

ახალგაზრდებისა და მათი ბიზნესსაქმიანობების მხარდასაჭერად, ტერაბანკის ხელშეწყობითა და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award, რომელიც ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის კუთხით საგანმანათლებლო კურსსა და მენტორობას სთავაზობდა. ჟიურის მიერ შერჩეული გუნდები 2 თვის განმავლობაში, ინდივიდუალური მენტორების დახმარებით, პროექტებისა და სოციალური ბიზნესიდეების განვითარების გეგმაზე აქტიურად მუშაობდნენ. საბოლოოდ, მათ შორის 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც საერათაშორისო სამიტზე გაემგზავრნენ. პროგრამაში მონაწილეობა დაეხმარა ახალგაზრდებს, აღმოეჩინათ სოციალური მეწარმეობის სფერო, შეემუშავებინათ ინოვაციური ბიზნესგადაწყვეტილებები და პირველი ნაბიჯები გადაედგათ საკუთარი სოციალური საწარმოს შესაქმნელად.

ახალგაზრდების შემოქმედებითი სასწავლო პროგრამა

ტერაბანკის მხარდაჭერითა და სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ის ინიციატივით, შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ორთვიანი სასწავლო პროგრამა გაიარეს. მისი დახმარებით, 17-დან 21 წლამდე ასაკის მონაწილეებმა ღირებული ცოდნა და სასარგებლო უნარები ფოტოგრაფიის, ანიმაციისა და დიზაინის მიმართულებებით შეიძინეს. ყველა მოდული სახელოსნოების ფორმატით წარიმართა და თეორიულ ლექციებთან ერთად, პრაქტიკულ სესიებს, დავალებებს, გასვლებსა და ვიზიტებს აერთიანებდა. ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკულ დავალებაზე — ტერაბანკის რეალურ ბრიფზე ემუშავათ და ენახათ, თუ როგორ გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა პროექტს სარეკლამო სააგენტოები.

ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად

პროექტი „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“ 2020 წელს განხორციელდა. მის ფარგლებში ტერაბანკმა 50 ბიზნესკლიენტი მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების პაკეტით დაასაჩუქრა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებში განთავსება და სხვა. აღსანიშნავია, რომ პროექტმა „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში - მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - მიიღო.

ტერას ონლაინკატალოგი 100 ქართული ბიზნესისთვის

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, ონლაინსივრცეში მათი საქმიანობების პოპულარიზაციასა და წარმოჩენას ემსახურებოდა კიდევ ერთი პროექტი „ტერას ონლაინკატალოგი 100 ქართული ბიზნესისთვის“, რომელიც 2022 წელს, სააგენტო „ვინდფორსთან“ პარტნიორობით განხორციელდა. ონლაინკატალოგი 100 ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიას აერთიანებდა და ფეისბუქსა და ტერაბანკის ვებგვერდზე იყო განთავსებული. იგი ადამიანებს საშუალებას აძლევდა, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი კომპანიების პროდუქტები და სერვისები, სურვილის შემთხვევაში, მარტივად დაჰკავშირებოდნენ მწარმოებელს და თავადაც შეეწყოთ ხელი ამ ბიზნესის წარმატებისთვის. პროექტი პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე Meliora 2022 გამორჩეულ პროექტად დასახელდა.
მართვის პრინციპები

ტერაბანკის კორპორაციული მართვის პრინციპები საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. ბანკის წარმატებულ ფუნქციონირებასა და მდგრადობას სწორედ ეფექტიანი და ჯანსაღი კორპორაციული მართვა განაპირობებს. ამავდროულად, იგი არეგულირებს სამეთვალყურეო საბჭოსა და მასთან არსებულ კომიტეტებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა გენდერული ბალანსი, მათი რაოდენობა, დამოუკიდებლობა, კვალიფიკაცია, პასუხისმგებლობა და უფლებამოსილების დელეგირება. კორპორაციული მართვითვე რეგულირდება დირექტორატის შემადგენლობასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებული თემები, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის ფუნქციები. კორპორაციული მართვის კოდექსითაა განსაზღვრული ანაზღაურების პრინციპები მატერიალური რისკის ამღები პირებისთვის, მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორებისთვის. ბანკის საქმიანობის ეფექტიანი მართვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეთვალყურეო საბჭოს მრავალფეროვანი უნარ-ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება. მიგვაჩნია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს არსებული ზომა და შემადგენლობა შესაბამისია ტერაბანკის მოცულობასა და ოპერაციების სირთულესთან. მის თითოეულ წევრს ბიზნესის სხვადახვა მიმართულებით მაღალი პოზიცია უკავია ან ადრე იკავებდა მას. ეს კი სამეთვალყურეო საბჭოს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას წევრების პირად, მრავალფეროვან და მდიდარ გამოცდილებას დაეყრდნოს. სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი და არადამოუკიდებელი წევრების თანაბარი რაოდენობა ობიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

ეთიკის კოდექსი

ტერაბანკის კორპორაციული მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ეთიკის კოდექსი, რომელიც დირექტორთა საბჭოს მიერაა დამტკიცებული. დოკუმენტი განკუთვნილია ბანკის თანამშრომლებისთვის და მიზნად ისახავს როგორც შიდა, ისე გარე ბიზნესურთიერთობების დარეგულირებას. ეთიკის კოდექსი საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებსა და ბიზნესეთიკის ნორმებს ემყარება. იგი წარმოადგენს ბანკის პროფესიული, კეთილსინდისიერი და სამართლიანი პოლიტიკის ნაწილს, რომელიც შესაბამისობაშია მის კორპორაციულ კულტურასთან, მოქმედ კანონებსა და შიდა რეგულაციებთან. ტერაბანკი თანასწორ და არადისკრიმინაციულ ურთიერთობას ამყარებს თანამშრომლებთან, კლიენტებსა და მესამე მხარესთან, მიუხედავად მათი რასისა, ეროვნებისა, რელიგიისა, მოქალაქეობისა, ოჯახური მდგომარეობისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა და/ან შეზღუდული შესაძლებლობებისა.

UN Global Compact

ტერაბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა. გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა მსოფლიოში და მდგრადი, ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას ემსახურება. ქსელი ბიზნესებს მოუწოდებს, საკუთარი საქმიანობები პასუხისმგებლობით აწარმოონ და გაითვალისწინონ შეთანხმების 10 პრინციპი, რომელთა შორისაა ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამას გარდა, გაეროს გლობალური შეთანხმება მხარს უჭერს ბიზნესებს, ხელი შეუწყონ ზოგადი საზოგადოებრივი მიზნების, მაგალითად, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში გაწევრიანება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადობის მნიშვნელობას. ბანკის სტრატეგიულ მიმართულებებს შორისაა: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მეწარმე ქალების ხელშეწყობა და გაძლიერება, ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა, გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან 20 000-ზე მეტ ბიზნესკომპანიასა და 3000-ზე მეტ არასამეწარმეო პირს აერთიანებს.

ჯილდოები

2023

პრესტიჟულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Global Banking & Finance Review-მ ტერაბანკი ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი SME ბანკის (Fastest Growing SME Bank Georgia 2023) კატეგორიაში დააჯილდოვა.

პრესტიჟულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Global Banking & Finance Review-მ ტერაბანკი  ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი SME ბანკის (Fastest Growing SME Bank Georgia 2023) კატეგორიაში დააჯილდოვა.

2022

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, ონლაინსივრცეში მათი საქმიანობების პოპულარიზაციასა და წარმოჩენას ემსახურებოდა პროექტი „ტერას ონლაინკატალოგი 100 ქართული ბიზნესისთვის“, რომელიც 2022 წელს, სააგენტო „ვინდფორსთან“ პარტნიორობით განხორციელდა. ონლაინკატალოგი 100 ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიას აერთიანებდა და Facebook-სა და ტერაბანკის ვებგვერდზე იყო განთავსებული. იგი ადამიანებს საშუალებას აძლევდა, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი კომპანიების პროდუქტები და სერვისები, სურვილის შემთხვევაში, მარტივად დაჰკავშირებოდნენ მწარმოებელს და თავადაც შეეწყოთ ხელი ამ ბიზნესის წარმატებისთვის. პროექტი პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე Meliora 2022 გამორჩეულ პროექტად დასახელდა.

2020

პროექტმა „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში - მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - მიიღო. გამარჯვებული პროექტი 2020 წელს ტერაბანკის 50 ბიზნესკლიენტისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების პაკეტით დასაჩუქრებას გულისხმობდა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებზე განთავსება და სხვა.

ტერაბანკმა გერმანიის საინვესტიციო და განვითარების ინსტიტუტისგან (DEG) 20 მლნ ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი მიიღო

ტერაბანკმა გერმანიის საინვესტიციო და განვითარების ინსტიტუტისგან (DEG) 20 მლნ ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი მიიღო

გაიგე მეტი
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი