ბარათის უსაფრთხოება
ისარგებლე პლასტიკური ბარათის უსაფრთხოების სერვისით და იყავი დაცული არალეგალური ოპერაციებისგან, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

|
სტანდარტი |
პრემიუმი |
პრემიუმ პლიუსი
|
გოლდი |
გოლდი პლიუსი |
წლიური საკომისიო |
5 ლარი |
10 ლარი |
15 ლარი |
25 ლარი |
50 ლარი |
პლასტიკური ბარათის ტიპი |
ყველა ტიპის ბარათი | ||||
პლასტიკური ბარათის დაზღვევის ვადა |
ბარათის მოქმედების ვადა | ||||
ჩიპიან ბარათზე პინის ან ჩიპის გარეშე ჩატარებული ტრანზაქცია (150 ლარს ზევით) |
მაქს. 2 000 ლარი |
მაქს. 5 000 ლარი |
მაქს. 8 000 ლარი |
მაქს. 10 000 ლარი |
მაქს. 25 000 ლარი |
ონლაინ გადახდები, ბარათის მფლობელის/მესაკუთრის ნების გარეშე |
მაქს. 500 ლარი |
მაქს. 800 ლარი |
მაქს. 1 100 ლარი |
მაქს. 3 000 ლარი |
მაქს. 7 000 ლარი |
თუ ონლაინ შეძენილ ნივთს ან/და მომსახურებას ვერ მიიღებ |
მაქს. 200 ლარი |
მაქს. 500 ლარი |
მაქს. 800 ლარი |
მაქს. 1 200 ლარი |
მაქს. 2 500 ლარი |
ანაზღაურებადი ოპერაციების რაოდენობა |
10 არალეგალური ოპერაცია | ||||
ბარათები




სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობის ასარიდებლად:
- არ დატოვო ბარათი ისეთ ადგილას, სადაც შესაძლოა, სხვა ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი;
- არ დააწერო ბარათს პინკოდი და არ შეინახო ფურცელზე დაწერილი პინკოდი ბარათთან ერთად;
- არ გაგზავნო ბარათის სრული მონაცემები: 16-ნიშნა ნომერი, ვადა, უსაფრთხოების (CVC/CVV) კოდი ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით და არ გაუზიარო ეს მონაცემები სხვა ადამიანს;
- არ გაუზიარო სხვას 3D უსაფრთხოების კოდი, რომელსაც გადახდის პროცესში იღებ SMS-ით ოპერაციის დასადასტურებლად;
- საგადახდო ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევავში, დაუყოვნებლივ დაბლოკე ბარათი ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ან დაუკავშირდი ტერაბანკს ბარათის დაბლოკვის მოთხოვნით;
- ბანკომატით სარგებლობისას გამოიჩინე სიფრთხილე, გააკონტროლე შენი და სხვა ადამიანს შორის დისტანცია ისე, რომ არ შეეძლოს შენ მიერ აკრეფილი პინკოდის დანახვა. პროცესის დასრულებისთანავე აიღე თანხა და ბარათი და დარწმუნდი, რომ გამოსული ხარ შენი ანგარიშიდან;
- პოსტერმინალით სარგებლობისას გამოიჩინე სიფრთხილე - არასოდეს გაატანო ბარათი მომსახურე პერსონალს და მოითხოვე პოსტერმინალი წარადგინონ. ამით შეამცირებ ბარათის მონაცემების მოპარვის რისკს;
- მოერიდე ინტერნეტგადახდებისას ბარათის მონაცემების ვებგვერდზე ავტომატურად დამახსოვრებას.
- წინასწარ მოიძიე ინფორმაცია მაღაზიის რეპუტაციის შესახებ, გაეცანი მომხმარებლების შეფასებებს. მობილური აპლიკაციით სარგებლობისას დარწმუნდი, რომ აპლიკაცია ნამდვილად ეკუთვნის მაღაზიას;
- დააკვირდი ვებგვერდის მისამართის ველს. დარწმუნდი, რომ საიტის მისამართი იწყება არა http//-ით, არამედ https//-ით, სადაც s მიუთითებს ტრანზაქციის დაცულობას. ასევე მისამართის ველში აუცილებლად უნდა ჩანდეს მწვანე ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო.
- კიბერთავდასხმა - ქმედება, რომელიც იყენებს ელექტრონულ მოწყობილობას ან/და დაკავშირებულ ქსელს ან სისტემას ქონების ან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების მიზნით;
- ფიშინგი - თაღლითის მიერ შექმნილი ნამდვილი ორგანიზაციის ვებგვერდის ყალბ ასლზე ბარათის მონაცემების შეყვანა;
- სმიშინგი - იგივე SMS ფიშინგი. ფიშინგის ერთ-ერთი სახე, რომელიც მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით ხორციელდება;
- ვიშინგი - სატელეფონო თაღლითობის სახეობა, როდესაც თაღლითი სატელეფონო კომუნიკაციის გზით ცდილობს ბარათის რეკვიზიტების მოპოვებას;
- სკიმინგი - ბანკომატზე ან პოსტერმინლზე სპეციალური მოწყობილობის, სკიმერის დამონტაჟების გზით ბარათის მონაცემების მოპარვა;
- სპამინგი - გარკვეული კომპანიის ან პიროვნების მიერ სარეკლამო ხასიათის ელექტრონული წერილების დაგზავნა მიმღების ნებართვისა და სურვილის გარეშე;
- მავნე პროგრამები - იგივე ჯაშუშური პროგრამები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს კომპიუტერში დაფიქსირებული პირადი მონაცემების მითვისება.
წყარო:
სერვისები




რეფერალების პროგრამა
გახდი ჩვენი კლიენტი, გაუწიე რეკომენდაცია მეგობარს და დასაჩუქრდი ტერა ქულებით.



ტელეფონის ნომრის ცვლილება დისტანციურად
შეცვალე ტერაბანკში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი სახლიდან გაუსვლელად.


სახელფასო პროექტი
მიიღე განსაკუთრებული პირობები ტერაბანკში ხელფასის ჩარიცხვის შემთხვევაში.


