გრძელვადიანი სტუდენტური სესხი
დაიფინანსე სწავლა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი პროგრამით და ისარგებლე 5-წლიანი საშეღავათო პერიოდით.
- უზრუნველყოფილი სესხის ვადა: 120 თვემდე
- არაუზრუნველყოფილი სესხის ვადა: 72 თვემდე
- ვალუტა: ლარი
თუ საქართველოში მოქმედი უმაღლესი ან პროფესიულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის სტუდენტი ხარ და სწავლის დასაფინანსებლად სესხის აღება გსურს, ტერაბანკი და ათასწლეულის ფონდი უპრეცედენტო პროგრამას გთავაზობენ.
გრძელვადიანი სტუდენტური სესხის მოდელი საერთაშორისო გამოცდილებაზე დააყრდნობითაა შემუშავებული და მთლიანად ერგება შენს საჭიროებებს. სესხით ისარგებლებენ საქართველოში მოქმედი ავტორიზებული საგანმანათლებლო საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები და აბიტურიენტები (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები). პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სპეციალობებს მიენიჭება.
პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ და სესხის დაფარვა სწავლის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყონ.
სესხის პირობები
პროდუქტით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, შესაბამის დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;
- საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შესახებ; შეჩერებული სტატუსის შემთხვევაში, ცნობა სტატუსის შეჩერების მიზეზის მითითებით;
- ბაკალავრიატის და მაგისტრატურის შემთხვევაში საგამოცდო ქულების შესახებ ცნობა;
- პირველი სემესტრის სტუდენტის შემთხვევაში - საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გამოცდებზე მოპოვებული ქულების შესახებ ინფორმაცია;
- საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, საგანმანათლებლო პროგრამისა და მის ფარგლებში სწავლის შედეგებთან დაკავშირებით - საშუალო შეწონილი ქულა (GPA);
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში ცნობა/რეკომენდაცია;
- პირველი კურსის პირველი სემესტრის შემთხვევაში ცნობა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ;
- ცნობა/რეკომენდაცია, სადაც აღწერილია სტუდენტის აკადემიური მოსწრების და კურსის შესაბამისად გავლილი მოდულის შესახებ ინფორმაცია
- ინფორმაცია მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ან/და სხვა სახის გრანტის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ინვოისი სწავლის საფასურის მითითებით.
როგორ მოვითხოვო სესხი?
გვესტუმრე ფილიალებში
- იხილე ფილიალების ჩამონათვალი: აქ
დაგვირეკე ან მოგვწერე:
- T: 032 255 00 00
- ელ. ფოსტა: info@terabank.ge
პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ხორციელდება ყოველწლიურად. სტუდენტი ერთჯერადად მოიპოვებს 1 წლის სწავლის საფასურს, მაქსიმუმ 100%-ის ოდენობით.
გრძელვადიანი სტუდენტური სესხის პროგრამაში ჩასართავად საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იყოს ავტორიზებული და ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებდეს:
- შემუშავებულია და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
- მოპოვებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია ან იმყოფება საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესში;
- წარმოადგენს უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთობლივ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას;
- წარმოადგენს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით განსაზღვრული ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამას;
- წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ქსელის (ENQA) წევრი ორგანიზაციის მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამას.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯისა და ხარჯის გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.
18 წელი.
გრძელვადიანი სტუდენტური სესხის საშეღავათო პერიოდი მაქსიმუმ 60 თვე გრძელდება.
სესხის ვადაგადაცილებისას ირიცხება პირგასამტეხლო: 20 ლარი − პირველ გადაცილებულ დღეზე. შემდეგ კი ვადაგადაცილებული თანხის 0.50% ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა).