მომხმარებელთა უფლებები

სს "ტერაბანკის" მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სს "ტერაბანკს" პრეტენზიით.
 
პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია შემდეგი არხებით:

  • სს "ტერაბანკის" მომხმარებელთა მომსახურების ცენტრში დაკავშირების გზით: +995 32 2 255 00 00; *5050;
  • სს "ტერაბანკის" ფილიალებში, სერვისცენტრებსა და სერვისდესკებზე პრეტენზიის წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი  დაფიქსირებით;
  • ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: info@terabank.ge.
  • დისტანციური არხების, სოციალური ქსელის და ონლაინ ჩატის საშუალებით
  • დაფიქსირებულ განაცხადს განიხილავს სს "ტერაბანკის" ხარისხის მართვის ჯგუფი.

პრეტენზიის მიღების, განხილვისა და მომხმარებლისათვის პასუხის გაცემის მაქსიმალური ვადაა 1 თვე.

პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში/სერვისდესკზე ან/და დისტანციური არხების საშუალებით.


საქართველოს ეროვნული ბანკის დავების განმხილველი კომისია


საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით ბანკისათვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხგაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ უფლებამოსილი ხართ, განსახილველ საჩივართან დაკავშირებით, ბანკისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში მიმართოთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, რომელიც დავას განიხილავს უსასყიდლოდ.

ამ და სხვა თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე: www.nbg.gov.ge/cp/ ან/და ცხელ ხაზზე: +995 32 2 406 406

ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი