ღია ბანკინგი
ღია ბანკინგით შეგიძლია, დაამატო და ნახო ყველა საბანკო ანგარიში და მათზე არსებული ნაშთები ერთ სივრცეში, აკონტროლო თითოეული ტრანზაქცია მარტივად და კომფორტულად.
ღია ბანკინგი თანამედროვე საბანკო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდია. ინოვაციური და კომფორტული სერვისის დახმარებით, შეგიძლია:
- ინტერნეტბანკსა და მობაილბანკში დაამატო და შემდეგ მარტივად ნახო ყველა ის ანგარიში, რომლებიც არა მარტო ტერაბანკში, არამედ საქართველოში მოქმედ სხვა ბანკებში გაქვს გახსნილი.
- აკონტროლო თითოეულ მათგანზე არსებული ნაშთები და ტრანზაქციები.
- ფინანსური ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრით სწრაფად მიიღო მომსახურება.
- ნებისმიერ დროს დაამატო, შეცვალო ან წაშალო სასურველი ინფორმაცია ინტერნეტბანკსა და მობაილბანკში.
- დაზოგო დრო სხვა ბანკის ონლაინარხებში ხშირად შესვლისგან.
ნებისმიერი სხვა ბანკის ინფორმაციის გაზიარება მხოლოდ შენივე თანხმობით ხდება. სერვისით სარგებლოსითვის, საჭიროა, იყო სხვა ბანკის ინტერნეტბანკის მომხმარებელი.
როგორ ისარგებლო ღია ბანკინგით ინტერნეტ და მობაილბანკში:
- შედი ინტერნეტ ან მობაილბანკში
- მთავარ გვერდზე აირჩიე სხვა ანგარიშები
- ან გადადი შეთავაზებების გვერდზე
- ან ეწვიე ჩემი პროდუქტების გვერდს
- დააჭირე დამატებას
- აირჩიე ბანკი, რომლის ანგარიშის დამატებაც გინდა
- გაეცანი პირობებს და თუ ეთანხმები, დაადასტურე
- შეიყვანე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელსაც არჩეულ ბანკში იყენებ და დაელოდე ერთჯერად კოდს
- შეიყვანე ერთჯერადი კოდი და დაადასტურე
- მონიშნე ველები, რომელთა ნახვაც ანგარიშის შესახებ გსურს
- გაეცანი პირობებს და თუ ეთანხმები, დაადასტურე
შენ უკვე სარგებლობ ღია ბანკინგით.
ანგარიშების ცვლილებას ან წაშლას ნებისმიერ დროს შეძლებ.
სერვისები
ტელეფონის ნომრის ცვლილება დისტანციურად
შეცვალე ტერაბანკში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი სახლიდან გაუსვლელად.
რეფერალების პროგრამა
გახდი ჩვენი კლიენტი, გაუწიე რეკომენდაცია მეგობარს და დასაჩუქრდი ტერა ქულებით.
სახელფასო პროექტი
მიიღე განსაკუთრებული პირობები ტერაბანკში ხელფასის ჩარიცხვის შემთხვევაში.