Google Pay

 

დააწკაპე, რომ გადაიხადო Google Pay-ით

Google Wallet™ არის ციფრული საფულე, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, ერთ სივრცეში უსაფრთხოდ შეინახო ყველაფერი: შენი ბარათები, ბილეთები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და სხვა. შემდეგ კი სწრაფად და მარტივად მიიღო წვდომა შენს ყოველდღიურ საჭიროებებზე, მაგალითად, წახვიდე კინოში, იმგზავრო მატარებლით ერთი დაწკაპებითა და შეხებით გადაიხადო ყველგან, სადაც Google Pay™ ხელმისაწვდომია.

 

იმისთვის, რომ ისარგებლო Google Wallet-ით, შენს ტელეფონს უნდა ჰქონდეს:

  • ანდროიდის 5.0 ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემა;
  • NFC მხარდაჭერა. დეტალები იხილეთ ბმულზე;
  • მობილურის პარამეტრებიდან Google Wallet-ი ძირითადი გადახდის მეთოდად  უნდა იყოს არჩეული (Default mobile payment service);
  • ტელეფონზე დაყენებული უნდა იყოს UNLOCK ფუნქციონალი.

 

როგორ დაამატო ბარათი Google Wallet-ში 

  • Google Pay-ით სარგებლობის დაწყება ძალიან მარტივია:

  • ჩამოტვირთე Google Wallet-ის აპლიკაცია Google Play-დან;
  • გახსენი აპლიკაცია,დააწკაპე ფუნქციას Add to Wallet-ს და მიჰყევი ინსტრუქციებს;
  • გადაუღე ფოტო ბარათს ან შეიყვანე მისი მონაცემები;
  • საჭიროების შემთხვევაში, დაადასტურე ბარათის მონაცემები.

 

როგორ დაამატო ბარათი ბანკის აპლიკაციიდან

  • ჩამოტვირთე ან გახსენი უკვე ჩამოტვირთული ბანკის აპლიკაცია;
  • აირჩიე ბარათი, რომლის დამატებაც გინდა;
  • დააწკაპე ღილაკს Add to Gpay;
  • მიჰყევი მომდევო ნაბიჯებს.

 

როგორ აქციო ბარათი Default ბარათად

  • დაამატე წარმატებით შენი ბანკის ბარათი Google Wallet-ში;
  • მთავარი გვერდიდან აირჩიე ბარათი;
  • ეკრანის ქვედა ნაწილში დააწკაპე დეტალებს;
  • მონიშნე  „Make default for contactless”.

ბარათის გამოსაყენებლად მზადაა. 

 

სად და როგორ გადაიხადო Google Pay-თ სავაჭრო ობიექტებში

  • გამოიყენე შენი ანდროიდი მარტივი, უკონტაქტო გადახდებისთვის:
  • დაამატე სადებეტო ან საკრედიტო ბარათი Google Wallet-ში;
  • როცა მზად იქნები გადახდისთვის, განბლოკე ტელეფონი*;
  • მიიტანე ახლოს ტერმინალთან;
  • დაელოდე Check ნიშანს და დარწმუნდი, რომ გადახდა შესრულდა.

სულ ესაა!

Google Pay ხელმისაწვდომია ყველგან, სადაც Gpay-ს ან Contactless სიმბოლოა განთავსებული.

* მობილური ტელეფონის განბლოკვის და Google wallet აპლიკაციის გახსნის გარეშე შესაძლებელია:

  • 100 ლარამდე  ოდენობის ტრანზაქციის შესრულება. გადახდისთვის ტელეფონი უბრალოდ უნდა შეახო ტერმინალს. 
  • უსაფრთხოების მიზნით ყოველ მე-4 გადახდაზე დაგჭირდება ტელეფონის განბლოკვა.

 

როგორ გადაიხადო Google Pay-თ აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე:

  • დაამატე სადებეტო ან საკრედიტო ბარათი Google Wallet-ში;
  • როცა მზად იქნები გადახდისთვის, აირჩიე Google Pay გადახდის მეთოდად ან დააწკაპე ღილაკს Pay with Google Pay;
  • სულ ესაა: ფორმების შევსება ან შენი გადახდის ინფორმაციის წარდგენა აღარ გჭირდება. 

შეკვეთის გაფორმებისას მოძებნეთ Google Pay-ს სიმბოლო.

 

რატომ უნდა ისარგებლო Google Wallet-ით

დააწკაპე და გადაიხადე

Google Wallet-ის დახმარებით, შეგიძლია, დააწკაპო და გადაიხადო ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. უბრალოდ ისიამოვნო შენი ტელეფონის მოსახერხებელი და დაცული გადახდის პროცესით მთელ მსოფლიოში — ყველგან, სადაც Google Pay დაუკონტაქტო ანგარიშსწორებაა შესაძლებელი. უბრალოდ განბლოკე ტელეფონი და მიიტანე ის ტერმინალთან. 

სისწრაფე

Google Wallet საშუალებას გაძლევს, შენი ციფრული საფულე სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი: ლოქსქრინით, ხმოვანი ბრძანებით ან მთავარი ეკრანით. შეგიძლია, გადმოიტანო  და შეინახო მასში ბარათები და ბილეთები Gmail-იდან, Google Photos-დან თუ Google-ის სხვა სერვისებიდან და მარტივად დააორგანიზო ისინი.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა

Google Wallet უფრო უსაფრთხოა, ვიდრე შენი ფიზიკური საფულე და დაცულია ყველაზე თანამედროვე პარამეტრებით. მათ შორისაა: ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია, Find My Phone, მონაცემების დისტანციურად წაშლა და ა.შ 

Google Wallet-ის თითოეულ ნაწილში უსაფრთხოება და კონფიდენციალურობაა ინტეგრირებული, ამიტომ შენი ყველა ინფორმაცია მაქსიმალურადაა დაცული. ანდროიდით გადახდის დროს, Google Pay ბიზნესს ბარათის ნომერს არ უზიარებს, რაც ნიშნავს, რომ შენი ტრანზაქციები უსაფრთხოდაა დაშიფრული გადახდამდე, გადახდის დროს და გადახდის შემდეგ. 

ამას გარდა, Google Wallet-ში, კონფიდენციალურობის პარამეტრების დახმარებით, თავად აკონტროლებ პირად მონაცემებს, შენ განსაზღვრავ, ვინ ხედავს და იყენებს მათ.

 

გადახდა ტრანსპორტში

საზოგადოებრივ ტრანსპორტში Google Pay-ით გადახდას ემატება პოსტერმინალის მომსახურე ბანკის საკომისიო 0,5 ლარი. ტერაბანკი სატრანსპორტო ტრანზაქციებზე საკომისიოს არ იღებს. შესაბამისად, ბარათით გადახდისას ჩამოგეჭრებათ 1 ლარი, Google Pay-ით კი — 1.50 ლარი.

Google Pay-სთან თავსებადი მოწყობილობების სრული სიის სანახავად ეწვიე ბმულს: https://support.google.com/googleplay/answer/1727131?hl=en

 

 

*Google Pay and Google Wallet are trademarks of Google LLC.
 

 

განაცხადის ფორმა

Security Code