Apple Pay

Apple Pay ანგარიშსწორების ყველაზე მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო მეთოდია. სერვისი შესაძლებლობას გაძლევს, ტერაბანკის ბარათების Apple wallet-ში დამატების შემდეგ მაღაზიებში, აპლიკაციებსა თუ ვებგვერდებზე დაცულად და კომფორტულად გადაიხადო.

Apple Pay

რატომ Apple Pay:

  • გადახდისას ფიზიკური ბარათი საერთოდ აღარ გჭირდება
  • დასამატებელი ბარათების რაოდენობაში შეზღუდული არ ხარ
  • ისარგებლებ გადახდის სისტემით, რომელიც ბიომეტრიის გამო, ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხოა

 

სად შეძლებ გადახდას:

გადაიხადე Apple Pay-ით ყველგან, სადაც ეს ნიშნებია განთავსებული:

  • სავაჭრო ობიექტებში
  • აპლიკაციებში
  • ინტერნეტ მაღაზიებში
  • ტრანსპორტში
  • ბანკომატიდან ფულის განაღდებისას

როგორ დაამატო ბარათები Apple Wallet-ში:

iPhone

  • გახსენი აპლიკაცია Wallet .
  • დააჭირე «+» ნიშანს აპლიკაციის მენიუს მარჯვენა ზედა კუთხეში.
  • iTunes-ის ანგარიშთან მიბმული საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დასამატებლად შეიყვანე ბარათის უსაფრთხოების კოდი ან აირჩიე ფუნქცია Add a different card და აპლიკაცია ბარათის ინფორმაციას iPhone-ის კამერით წაიკითხავს.

Apple Watch

  • გახსენი iPhone-ში აპლიკაცია Apple Wallet.
  • აირჩიე Wallet & Apple Pay, შემდეგ კი - ფუნქცია Add Credit or Debit Card.
  • iTunes-ის ანგარიშთან მიბმული საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დასამატებლად შეიყვანე ბარათის უსაფრთხოების კოდი ან აირჩიე ფუნქცია Add a different card და აპლიკაცია ბარათის ინფორმაციას iPhone-ის კამერით წაიკითხავს.

iPad

  • გახსენი პარამეტრები.
  • აირჩიე «Wallet & Apple Pay», შემდეგ კი - ფუნქცია Add Credit or Debit Card.
  • iTunes-ის ანგარიშთან მიბმული საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დასამატებლად შეიყვანე ბარათის უსაფრთხოების კოდი ან აირჩიე ფუნქცია Add a different card და აპლიკაცია ბარათის ინფორმაციას iPad-ის კამერით წაიკითხავს.

MacBook Pro Touch ID ფუნქციით

  • გახსენი სისტემური პარამეტრები.

  • აირჩიე Wallet & Apple Pay, შემდეგ კი - ფუნქცია Add Card.
  • iTunes-ის ანგარიშთან მიბმული საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დასამატებლად შეიყვანე ბარათის უსაფრთხოების კოდი ან აირჩიე ფუნქცია Add a different card და აპლიკაცია ბარათის ინფორმაციას MacBook Pro-ს კამერით წაიკითხავს.

სად და როგორ გამოიყენო Apple Pay:

გადახდა Face ID-ით

Face ID-ით გადახდისთვის ორჯერ დააჭირე ტელეფონის მარჯვენა მხარეს არსებულ ღილაკს, შეხედე ეკრანს და მიიტანე ტელეფონი უკონტაქტო გადახდის ტერმინალთან. ოპერაცია დადასტურებულად ჩაითვლება, როცა ეკრანზე წარწერა Done გამოჩნდება.

გადახდა Touch ID-ით

Touch ID-ით გადახდისთვის დაადე თითი Touch ID-ის და მიიტანე ტელეფონი უკონტაქტო გადახდის ტერმინალთან. ოპერაცია დადასტურებულად ჩაითვლება, როცა ეკრანზე წარწერა Done გამოჩნდება.

გადახდა Apple Watch-ით

Apple Watch-ის შემთხვევაში, ორჯერ დააჭირე მარჯვენა მხარეს არსებულ ღილაკს და დაადე შენი Apple Watch-ის ეკრანი უკონტაქტო გადახდის ტერმინალს. ოპერაცია დადასტურებულად ჩაითვლება, როცა ეკრანზე წარწერა Done გამოჩნდება.

გადახდა აპლიკაციებში ან Safari-ს ბრაუზერში

შენი iPhone-ით ან iPad-ით აპლიკაციებში ან Safari-ს ბრაუზერით ჩატვირთულ ვებგვერდებზე გადახდის დროს, შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე Apple Pay და გადაიხადე Face ID-ით ან Touch ID-ით.

გადახდა Mac-ით

Safari-ს ბრაუზერით ჩატვირთულ ვებგვერდებზე გადახდისთვის აირჩიე Apple Pay და გადაიხადე iPhone-ით ან Apple Watch-ით. MacBook Pro-ს შემთხვევაში, Touch ID-ის ფუნქციით სარგებლობა შეგიძლია.

გადახდა ტრანსპორტში

საზოგადოებრივ ტრანსპორტში Apple Pay-ით გადახდას ემატება პოსტერმინალის მომსახურე ბანკის საკომისიო 0,5 ლარი. ტერაბანკი სატრანსპორტო ტრანზაქციებზე საკომისიოს არ იღებს. შესაბამისად, ბარათით გადახდისას ჩამოგეჭრებათ 1 ლარი, Apple Pay-ით კი — 1.50 ლარი.

ხშირად დასმული კითხვები

ვერ იპოვე პასუხი? დაგვისვი შეკითხვა
ყველა ბარათის დამატებაა შესაძლებელი?

აპლიკაციაში ყველა ბარათის დამატებაა შესაძლებელი. 

შემიძლია თუ არა Wallet-ით თანხის გამოტანა ბანკომატიდან?

დიახ შესაძლებელია, თუ ბანკომატს აქვს შესაბამისი მხარდაჭერა. 

საზღვარგარეთ თუ გამოვიყენებ ამ სერვისს?

სერვისით სარგებლობა საზღვარგარეთაც არის შესაძლებელი.  

ჩამომეჭრება თუ არა დამატებითი საკომისიო Apple Pay-თ გადახდისას?

ანგარიშსწორება უფასოა. 

სერვისები

დისტანციური არხები

დისტანციური არხები

ისარგებლე ტერაბანკის სერვისებით სახლიდან გაუსვლელად.

ტელეფონის ნომრის ცვლილება დისტანციურად

ტელეფონის ნომრის ცვლილება დისტანციურად

შეცვალე ტერაბანკში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი სახლიდან გაუსვლელად.

Google Pay

Google Pay

გადაიხადე უფრო მარტივად Google Wallet-ის გამოყენებით.

მიმდინარე ანგარიშის გახსნა/წარმოება

მიმდინარე ანგარიშის გახსნა/წარმოება

ისარგებლე საბანკო ოპერაციების პაკეტით ნებისმიერ ვალუტაში.

3D უსაფრთხოება

3D უსაფრთხოება

გახადე ბარათით ონლაინ გადახდა უსაფრთხო.

ბარათის უსაფრთხოება

ბარათის უსაფრთხოება

დაიცავი შენი ბარათი არალეგალური ოპერაციებისგან.

Apple Pay

Apple Pay

დაამატე შენი ბარათი Apple Wallet-ში და გადაიხადე ერთი შეხებით.

რეფერალების პროგრამა

რეფერალების პროგრამა

გახდი ჩვენი კლიენტი, გაუწიე რეკომენდაცია მეგობარს და დასაჩუქრდი ტერაბაიტებით.

სავალუტო კურსები

სავალუტო კურსები

დააკონვერტირე თანხა საუკეთესო კურსით.

დისტანციური რეგისტრაცია

დისტანციური რეგისტრაცია

გახდი ტერაბანკის მომხმარებელი დისტანციურად.

ესქრო მომსახურება

ესქრო მომსახურება

ისარგებლე ესქრო მომსახურებით და დაიზღვიე თავი რისკებისგან.

კონვერტაციის სქემა

კონვერტაციის სქემა

კონვერტაცია ბარათით შესრულებულ ტრანზაქციაზე.

დაგრჩათ კითხვები?

info@terabank.ge მოგვწერე შეტყობინება
(+995 32) 255 00 00 | * 50 50 დაგვირეკე
გვესტუმრე ფილიალებში იხილეთ ფილიალები
სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი