კონვერტაციის სქემა

 

განმარტება კონვერტაციის შესახებ კლიენტისთვის ბარათით შესრულებულ ტრანზაქციაზე (ბანკომატში, POS ტერმინალსა და ინტერნეტში) 

 

ტერაბანკის საბარათე ანგარიში წარმოადგენს მულტისავალუტო ანგარიშს, რომელიც აუცილებელი წესით შემდეგ ოთხ ვალუტაში იხსნება:  USD, EUR, GEL და GBP.


იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქციის თანხის ვალუტა ანგარიშის რომელიმე ვალუტას (USD, EUR, GEL GBP) ემთხვევა, თანხა შესაბამისი ვალუტის ანგარიშიდან ჩამოიჭრება. ანგარიშზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში კი, აღნიშნული ანგარიშის შესავსებად  ტრანზაქციის თანხის  კონვერტაცია  იმ ანგარიშიდან ხდება, რომლის ბალანსზეც მეტი თანხაა. 

 

როდესაც ტრანზაქციის თანხის ვალუტა ანგარიშის არცერთ ვალუტას (USD, EUR, GEL, GBP) არ ემთხვევა, თანხა აშშ დოლარის ანგარიშიდან ჩამოიჭრება. თუ აშშ დოლარის ანგარიშზე საკმარისი თანხა არ არის, მის შესავსებად ტრანზაქციის თანხის კონვერტაცია იმ ანგარიშიდან ხდება, რომლის ბალანსზეც მეტი თანხაა. 

 

უცხოეთში ბანკომატის მომსახურე ბანკი ტერაბანკის ბარათებით შესრულებულ ტრანზაქციებზე ხშირად განაღდების საკომისიოსაც ამატებს. მისი მოცულობა ტერაბანკისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ მომხმარებლისთვის ბანკომატის ეკრანზე საკომისიოს არსებობის შესახებ გაფრთხილება წინასწარ ჩნდება, შესაბამისად ტრანზაქცია მხოლოდ მომხმარებლის მიერ დადასტურების შემდეგ სრულდება.

 

დინამიკური კონვერტაციის სერვისი DCC (Dynamic Currency Conversion)

 

საზღვარგარეთ POS ტერმინალის ან ბანკომატის მომსახურე ბანკი, იმ ქვეყნის ვალუტით გადახდის ან განაღდების ნაცვლად, მომხმარებელს ხშირად ალტერნატიულ ვარიანტს „დინამიკური კონვერტაციის მეთოდით გადახდას ან განაღდებას“ (Dynamic Currency Conversion (DCC) სთავაზობს. ამით მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უცხოეთში ყოფნისასაც ლარიში/ან სხვა ქვეყნის ვალუტაში შეასრულოს ტრანზაქცია.  DCC სერვისი 66-ზე მეტ ვალუტაში ფუნქციონირებს და POS ტერმინალის ან ბანკომატის მომსახურე ბანკის შემოსავალს წარმოადგენს.

 

როგორ მუშაობს DCC სერვისი ?

 

  • საერთაშორისო MasterCard და Visa card ბარათებით გადახდის ან ბანკომატში განაღდების მომენტში უცხოური მერჩანტი კლიენტს ტრანზაქციის შესრულებას ლარში ან სხვა ქვეყნის ვალუტაში სთავაზობს. 
  • DCC სერვისით გადახდის ან განაღდების დროს მერჩანტი/POS ტერმინალის ან ბანკომატის მომსახურე ბანკი ვალდებულია, გამჭვირვალედ, ბანკომატის ან POS ტერმინალის ეკრანზე ჩვენებით შეატყობინოს, თუ რამდენს გადაიხდის ან გაანაღდებს მომხმარებელი გადახდის (ყიდვის) ან განაღდების დროს ლარებში ან სხვა ვალუტაში. შესაბამისად, მომხმარებელი თავად ირჩევს იმ ვალუტას, რომელიც აწყობს და შემდგომ მისთვის უკეთესს ვარიანტს ადასტურებს.   
  • DCC სერვისის დადასტურებისა და შესრულების შემდეგ, მომხმარებლის ჩეკზე ჩანს კონვერტაციის კურსი, შესაბამისი ვალუტა და თანხა, რაც ჩამოიჭრება. ეს ეხმარება მას, აირჩიოს, თუ რა ვალუტაში გადაიხადოს ან გაანაღდოს ბარათით და ამავდროულად, აკონტროლოს ბარათის ნაშთი შესაბამის ვალუტაში. 
  • ტრანზაქცია კონვერტირდება შესყიდვის ან განაღდების მომენტში POS ტერმინალის/ ბანკომატის მომსახურე ბანკის მიერ, ტრანზაქციის ავტორიზაციამდე. კონვერტაციის კურსს ადგენს POS ტერმონალის ან ბანკომატის მომსახურე ბანკი, რადგან ეს მის შემოსავალს წარმოადგენს. DCC შემთხვევაში, ტერაბანკი შემოსავალს არ იღებს.

 

რა ბენეფიტია DCC სერვისიდან ბარათის მფლობელისთვის?

 

  • მომხმარებელს აქვს ვალუტის არჩევის შესაძლებლობა. გამჭვირვალედ ხედავს დაკონვერტირებულ თანხას ტრანზაქციის დადასტურებამდე;
  • ვალუტის გაცვლით კურსს მომხმარებელი იგებს და ირჩევს ტრანზაქციამდე ;
  • სერვისის შედეგად, იღებს ადვილად გასაგებ ჩეკსა და საბარათე ამონაწერს. აქვს საბარათე ნაშთის კონტროლის შესაძლებლობაც.

განაცხადის ფორმა

Security Code