ტერაბანკმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, 17 ივნისს თელავში მეწარმე ქალებისთვის ფინანსური წიგნიერების თემაზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მეწარმე ქალებისთვის ფინანსური ცოდნის გაზიარებასა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების გაცნობას. შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებმა პრაქტიკული ცოდნა მიიღეს საბანკო პროდუქტებისა და სესხების შეფასების, ბიზნესისა და პირადი ფინანსების გამიჯვნის, ფინანსური მაჩვენებლების მართვისა და ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შესახებ. ასევე გაეცნენ ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებსა და სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობებს.
მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მეწარმეებს ფინანსური გადაწყვეტილებების უფრო ეფექტიანად მიღებასა და საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვასა და განვითარებაში დაეხმარება.
ტერაბანკი აქტიურად უჭერს მხარს მეწარმე ქალების გაძლიერებას და ხელს უწყობს მათ განვითარებას.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.