ტერაბანკმა, მთავარი აქციონერის მხარდაჭერით, ახალი სათავო ოფისი შეიძინა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკის ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებას და განვითარების სტრატეგიის შემდგომ ეტაპზე გადასვლას ემსახურება.
ტერაბანკის მთავარი აქციონერის, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის წარმომადგენლის, ბატონი სემი ედვარდის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ხაზს უსვამს აქციონერის გრძელვადიან ინტერესს
ბანკის განვითარებისა და საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მიმართ. „კაპიტალის ზრდა ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ტერაბანკის მდგრად გაძლიერებას და ფინანსურ სექტორში მისი პოზიციის გამყარებას უზრუნველყოფს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ბანკის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.“
ბატონი სემი ედვარდი ასევე აღნიშნავს, რომ ტერაბანკის გაძლიერება ხელს უწყობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.
ტერაბანკის გენერალური დირექტორის, თეა ლორთქიფანიძის განცხადებით, სათავო ოფისის ახალი შენობის შეძენა ბანკის ზრდისა და განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ბანკის მასშტაბის ზრდასთან ერთად, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან სამუშაო პროცესებს, გუნდებს შორის უკეთეს კოორდინაციას და თანამედროვე სამუშაო გარემოს. ახალი სათავო ოფისი შექმნის დამატებით შესაძლებლობებს როგორც თანამშრომლებისთვის, ისე ჩვენი მომხმარებლებისთვის.“
ტერაბანკის ახალი სათავო ოფისი ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს. ბანკის ახალ შენობაში გადასვლა დაახლოებით ერთი წლის ვადაშია დაგეგმილი.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.