6–7 დეკემბერს ტერაბანკში შიდა ჰაკათონი გაიმართა, რომელშიც 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები 2 დღის განმავლობაში რეალურ საბანკო გამოწვევებზე მუშაობდნენ, ქმნიდნენ პროტოტიპებს და ბანკის ეფექტიანობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ ინოვაციურ გადაწყვეტებს ავ ითარებდნენ.
ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ტერაბანკის შიდა პროცესების ოპტიმიზაცია, ინოვაციური იდეების გენერირება და თანამშრომელთა შორის გუნდური მუშაობისა და კრეატიული ხედვების გაძლიერება. 36-საათიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ გუნდებმა ჟიურის წინაშე საკუთარი იდეები და პროტოტიპები წარმოადგინეს.
ჰაკათონის დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომლის იდეა ტერაბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გადაწყვეტად შეფასდა. გამარჯვებულმა გუნდმა შიდა საჭიროებებზე მორგებული AI RAG (Retrieval-Augmented Generation) მოდელის კონცეფცია წარმოადგინა.
აღნიშნული AI მოდელი მიზნად ისახავს ბანკის თანამშრომლების მრავალმხრივ მხარდაჭერას, მათ შორის:
RAG მოდელის დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტერაბანკის შიდა კომუნიკაციას, ცოდნის მართვის სისტემას და ოპერაციულ ეფექტიანობას, ხოლო ჰაკათონის ფორმატში შექმნილი იდეები მომავალშიც შეუწყობს ხელს ბანკში ინოვაციების პრაქტიკაში დანერგვას.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.