უკან დაბრუნება

BSTDB ტერაბანკთან თანამშრომლობას აფართოებს

სიახლეები 21 ოქტომბერი 2025

შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკმა (BSTDB) ტერაბანკთან თანამშრომლობა გააფართოვა, რომლის მიზანიცაა მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და საქართველოს სავაჭრო განვითარების ხელშეწყობა. 
ახალი შეთანხმების ფარგლებში, BSTDB-მ 5 მილიონი ევროს ოდენობის ხუთწლიანი SME დაფინანსება დაამტკიცა და არსებული სავაჭრო დაფინანსების ლიმიტი 2 მილიონი აშშ დოლარით გაზარდა.

ახალი SME დაფინანსება ტერაბანკს საშუალებას მისცემს გრძელვადიანი სესხები გამოუყოს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, სავაჭრო დაფინანსების მოცულობის ზრდა გააძლიერებს ქართველი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების შესაძლებლობებს, გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს რეგიონული და საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების გაფართოებას. 
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი