ტერაბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა. გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა მსოფლიოში და მდგრადი, ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას ემსახურება.
ქსელი ბიზნესებს მოუწოდებს, საკუთარი საქმიანობები პასუხისმგებლობით აწარმოონ და გაითვალისწინონ შეთანხმების 10 პრინციპი, რომელთა შორისაა ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამას გარდა, გაეროს გლობალური შეთანხმება მხარს უჭერს ბიზნესებს, ხელი შეუწყონ ზოგადი საზოგადოებრივი მიზნების, მაგალითად, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში გაწევრიანება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადობის მნიშვნელობას. ბანკის სტრატეგიულ მიმართულებებს შორისაა: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მეწარმე ქალების ხელშეწყობა და გაძლიერება, ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა, გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან 20 000-ზე მეტ ბიზნესკომპანიასა და 3000-ზე მეტ არასამეწარმეო პირს აერთიანებს.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.