Visa და TNET-ი მომხმარებლებს ყოველდღიურ გათამაშებაში ჩართვისა და განსაკუთრებული საჩუქრების მიღების შესაძლებლობას სთავაზობენ.
მომხმარებელი, რომელიც 31 მარტის ჩათვლით TNET-ის Super App-ს გადმოწერს და სქროლვის პროცესში შემთხვევითობის პრინციპით ნებისმიერი პროდუქტისა თუ სერვისის კატეგორიაში დამალულ სასაჩუქრე ყუთს იპოვნის, პრიზს მიიღებს. პრიზის მისაღებად, მომხმარებელმა უნდა დააჭიროს სასაჩუქრე ყუთს, შემდეგ ღილაკს „საჩუქრის მიღება“, რის შედეგადაც ავტომატურად გადამისამართდება საგადახდო სისტემის გვერდზე, სადაც შეძლებს Visa ბარათით განახორციელოს 0.01-ლარიანი ტრანზაქცია, რომელიც ავტომატურად დაუბრუნდება.
მომხმარებელს ანგარიშსწორებისას შეუძლია, გამოიყენოს როგორც აპლიკაციაში დამახსოვრებული Visa ბარათი, ან მიაბას და დაამატოს ახალი Visa ბარათი. ანგარიშსწორება ასევე შესაძლებელია Apple Pay-ის და Google pay-ის საშუალებით.
Super App-ში ყოვლედღე გათამაშდება საჩუქრები სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის: Iphone 15 Pro Max-ი, PlayStation-ი, Apple Watch-ი,
სამოგზაურო ვაუჩერი და TKT FLY ვაუჩერი.
გათამაშების განმავლობაში ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი საჩუქრის მიღება შუძლია.
გათამაშების შესახებ დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე: https://tnet.ge/tnetxvisa
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.