კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალგაზრდების განათლებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერას კვლავაც ვაგრძელებთ. კიდევ ერთი ინიციატივა — ახალგაზრდებისთვის პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ჩვენი პარტნიორობით განხორციელდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და Zoomout-ის მიერ იყო ორგანიზებული.
6 კვირის განმავლობაში პრე-აქსელერაციის პროგრამის მონაწილე 24 გუნდი იდეების გენერირებასა და დახვეწაზე, იდეის პროტოტიპირებასა და ვალიდაციაზე, ბიზნესმოდელის შექმნაზე, სტარტაპების სამართავად საჭირო ფინანსური ცოდნის მიღებაზე, საინვესტიციო ფონდების მოძიებაზე, საგრანტო განაცხადების წერის ტექნიკებზე, იდეისა თუ პროექტის საინვესტიციო წარდგენის მომზადებაზე მუშაობდა. 16 თებერვალს კი პროგრამის დემო დღე ჩატარდა და გუნდების პროექტებიდან გამარჯვებულად Strive დასახელდა.
Strive ერთგვარი ონლაინსივრცეა, რომელიც ვიდეოთამაშების მატჩებს მოთამაშეებს მენტორის მოძებნასა და უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება, ამავდროულად, კი თავად მენტორებსაც, რომლებსაც ფრილანსერობა სურთ, საკუთარი შესაძლებლობების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.
გამარჯვებული გუნდის წევრებს ტერაბანკმა ფულადი პრიზის სახით 10 000 ლარი გადასცა. მოხარულები ვართ, რომ ამ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივის პარტნიორები ვიყავით, ჩვენი წამახალისებელი ჯილდოთი კი ნიჭიერ ახალგაზრდებს დამატებითი სტიმული მივეცით.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.