ტერაბანკმა წლევანდელი საახალწლო კამპანია გარემოზე ზრუნვასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას მიუძღვნა.
კამპანია ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და მის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო ინიციატივა დაიგეგმა: თბილისში, ბუკიას ბაღში, განთავსდა განსაკუთრებული საახალწლო ხის კონსტრუქცია, რომელიც ჰაერის გამწმენდი მცენარეებითაა დაფარული, აღმაშენებლის გამზირზე კი იმავე პრინციპით შეიფუთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაც, რაც საახალწლო დღეებში ადამიანებს უფრო სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას აძლევს.
საახალწლო ხე, რომელსაც დეკორატიულთან ერთად, სასარგებლო ფუნქციაც აქვს, სპეციალური ღონისძიებით 25 დეკემბერს გაიხსნა. მის სტუმრებს კი შესანიშნავი სადღესასწაულო განწყობის გარდა, საინტერესო ვორკშოპიც ელოდათ: მათ ჰაერის გამწმენდი პანელების დამზადება შეისწავლეს და სასარგებლო საახალწლო დეკორაციებითაც დასაჩუქრდნენ.
კამპანიის მთავარი გზავნილი „ჩაისუნთქე ახალი წელი“ ერთგვარი შეხსენება და მოწოდებაა, რომ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში კი რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს.
გარემოზე ზრუნვის მიმართულება ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ მიმართულებით ინიციატივები მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება.
მეტი ინფორმაციისთვის: https://fb.me/e/3nbmvshEe
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.