უკან დაბრუნება

მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge-ს B2B შეხვედრა ჩატარდა

სიახლეები 07 დეკემბერი 2023

პლატფორმა Saasargeblo.ge-მ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების მხარდასაჭერად შევქმენით, 6 დეკემბერს, სასტუმრო „პულმანში“ B2B შეხვედრას უმასპინძლა. 

შეხვედრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მის მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესისა და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიების წარმომადგენლებს შორის ახალი, სასარგებლო და პერსპექტიული პარტნიორობების დამყარება, მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულება და ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა იყო. 

შეხვედრის ფარგლებში, 15-მდე SaaS კომპანიამ ბიზნესინდუსტრიებს მათთვის განკუთვნილი ციფრული პროდუქტებისა თუ მომსახურებები, მათი ბენეფიტები და მნიშვნელობა გააცნო. ამას გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, მარტივად დაჰკავშირებოდნენ სტარტაპებსა და მეტი დეტალი გაეგოთ იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მათ გამოწვევებსა და საჭიროებებს ეხმიანება. 

შეხვედრა თავისუფალი იყო და მასში მონაწილეობა ნებისმიერი მასშტაბისა და საჭიროების ბიზნესკომპანიას შეეძლო.

Saasargeblo.ge ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. ის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების მარტივად გაციფრულებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში ეხმარება.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი