უკან დაბრუნება

ტერაბანკის ფინანსურმა დირექტორმა, სოფო ჯუღელმა ევროპის საინვესტიციო ბანკის კონფერენციაზე ტერაბანკის გამოცდილებაზე ისაუბრა

სიახლეები 07 დეკემბერი 2023

ტერაბანკის ფინანსურმა დირექტორმა, სოფო ჯუღელმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კონფერენციაზე, რომელიც მწვანე, ინკლუზიური და ეკონომიკური ზრდის დაფინანსების თემატიკას ეძღვნებოდა, მონაწილეებს ტერაბანკის გამოცდილება და ამ მიმართულებებით განხორციელებული პროექტები გაუზიარა. 

სიტყვით გამოსვლისას სოფო ჯუღელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოყო: Saasargeblo.ge, რომელიც ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია და მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობების მარტივად გაციფრულებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში ეხმარება, პარალელურად კი, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ზოგადად SaaS ინდუსტრიის განვითარებაში. მან ტერაბანკის ახალ MSME სტრატეგიაზეც ისაუბრა, რომელიც EIB-ის მხარდაჭერით შემუშავდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სერვისის ისეთი მოდელის შექმნაზე, რომელიც MSME სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და განვითარებას ემსახურება. ასევე, სოფო ჯუღელმა ხაზი გაუსვა სულ ახლახან ნიდერლანდების განვითარების ბანკთან (FMO) გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ტერაბანკი FMO-ს საგარანტიო პროგრამა NASIRA-ში მონაწილეობით, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. 

კონფერენციაზე გამოსვლისას სოფო ჯუღელმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მეწარმე ქალების მხარდაჭერაზე. ისაუბრა პროექტზე, რომელიც რაჭა-ლეჩხუმში საოჯახო სასტუმროების მფლობელი 5 ქალისთვის ბრენდინგის შექმნასა და მათი საქმიანობის სამომავლო განვითარებაში ხელშეწყობას გულისხმობდა, ასევე ყურადღება გაამახვილა კულინარიული გზამკვლევის სპონსორობაზე, რომელიც აგროტურიზმში ჩართული მეწარმე ქალებისა და შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად გამოიცა, პროექტზე „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“, რომელიც საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებული გახდა და ჯილდო ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში - მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - მიიღო, ინიციატივაზე „ტერას ონლაინკატალოგი 100 ქართული ბიზნესისთვის“, რომელიც Meliora 2022-ზე გამორჩეულ პროექტად დასახელდა და სერტიფიკატი კატეგორიაში „კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე“ მიიღო. 

ამას გარდა, სოფო ჯუღელმა ყურადღება გაამახვილა ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სერვისებით მხარდაჭერაზე, პროდუქტებსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც ბანკი მათ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში სთავაზობს, საინფორმაციო შეხვედრებსა და ვებინარებზე, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესკლიენტების ცნობიერების ამაღლებას.
 
MSME კონფერენცია ვეროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჯგუფის მიერ „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“ თანამშრომლობით ჩატარდა. ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის, ევროკავშირის, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი