უკან დაბრუნება

ტერაბანკი საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის მხარდამჭერია

სიახლეები 06 ოქტომბერი 2023

კვლავ ვაგრძელებთ ახალგაზრდებისა და მათი ბიზნესსაქმიანობების მხარდაჭერას, რომელიც ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენდა სოციალური მეწარმეობის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამის, Social Impact Award-ის პარტნიორობა, რომელიც საქართველოში Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით ჩატარდა.

პროგრამა ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის კუთხით საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს. წელს მასში 70-მდე აპლიკანტი მონაწილეობდა. ჟიურის მიერ შერჩეული 6 გუნდი კი 2 თვის განმავლობაში, ინდივიდუალური მენტორების დახმარებით, პროექტებისა  და სოციალური ბიზნესიდეების განვითარების გეგმაზე აქტიურად მუშაობდა. საბოლოოდ, მათ შორის 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან 2 ჟიურიმ დაასახელა, 1 გუნდი კი ხმის მიცემით, საზოგადოების რჩეული გახდა. 

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმა LitKid, ციფრული აგრონომი Cloudcrop და ონლაინაპლიკაცია Alioni. გამარჯვებულები საკუთარი იდეების განსახორციელებლად ფულად ჯილდოს მიიღებენ და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადშიც გაემგზავრებიან. 

Social Impact Award-ის მსგავს პროექტებში ჩართულობა ჩვენთვის საამაყოა. გვჯერა, რომ ახალგაზრდებისთვის მასში მონაწილეობა განსაკუთრებით ღირებული გამოცდილება იქნება. 

Social Impact Award-ს Impact Hub Tbilisi 2017 წლიდან ახორციელებს. პროგრამაში გამარჯვებული პროექტები, როგორც წესი, აქტუალურ სოციალურ პრობლემებს ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებსაც წარმოაჩენს.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი