28 ივნისს, Bizon.ge-სთან ერთად, ახალი მიმართულება - ტერა ლიზინგი წარვადგინეთ. ღონისძიებას ჩვენი პარტნიორები, ლიზინგის ინდუსტრიის, ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და ტექნიკა-დანადგარების მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტერა ლიზინგი მეწარმეებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ, მძიმე ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების შესაძენად, ლიზინგსა და მათ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი, რომელიც მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით პოპულარულია, ბიზნესისთვის ძირითად საშუალებებზე ხელმისაწვდომობას ზრდის, ხელს უწყობს საწარმოების გადაიარაღებასა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას, რითაც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასაც აჩქარებს.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთი მიმართულება შევქმენით და მათი საქმიანობების განვითარებას ამჯერად ლიზინგის პროდუქტითაც ვუწყობთ ხელს.
ტერა ლიზინგი უკვე ოპერირებს. პროდუქტით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს სანდრო ეულის 7 ნომერში მდებარე ოფისში შეუძლიათ.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.