უკან დაბრუნება

ტერაბანკი SAAS ჰაკათონის მხარდამჭერია

სიახლეები 26 ივნისი 2023

ტერაბანკის სპონსორობით, 17-20 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებისთვის SAAS (software as a service) ჰაკათონი გაიმართა. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის Startup Grind-ის სტუდენტური წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა.

ჰაკათონში სულ 21 გუნდი მონაწილეობდა. 48 საათის განმავლობაში მათ პროგრამული უზრუნველყოფის, როგორც სერვისის თემაზე შექმნეს პირველადი პროდუქტები, რომლებიც ბიზნესსექტორის გამოწვევების გადაჭრაზეა ორიენტირებული. ჟიურიმ, რომელთა შორის ტერაბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები იყვნენ, გამარჯვებულად გუნდი Ekomi დაასახელა. Ekomi-ს იდეა სპეციალური სერვის პლატფორმის შემუშავებას ითვალისწინებს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს პერსონალური კომერციული მობილური აპლიკაციების შექმნაში დაეხმარება. გამარჯვებულმა გუნდმა, პროდუქტის გასავითარებლად, ტერაბანკისგან პრიზის სახით 5000 ლარი მიიღო. 

SAAS ჰაკათონი თემატურ მოხსენებებს, მენტორობას, სამუშაო სემინარებსა და პანელურ დისკუსიასაც აერთიანებდა. მასში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინდუსტრიის წარმომადგენლები, ტექ ანტრეპრენერები, ტერაბანკის მენეჯმენტის წევრები და ბიზნესკლიენტებიც მონაწილეობდნენ.

ახალგაზრდების ტექნოლოგიური და ინოვაციური ინიციატივების ხელშეწყობა, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. SAAS ჰაკათონის პარტნიორობაც სწორედ ბანკის კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილს წარმოადგენდა. 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი