უკან დაბრუნება

„ტერას ონლაინკატალოგი 100 ქართული ბიზნესისთვის“ Meliora 2022-ის გამორჩეული პროექტია

სიახლეები 02 ივნისი 2023

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე Meliora 2022 „ტერას ონლაინკატალოგი 100 ქართული ბიზნესისთვის“ გამორჩეულ პროექტად დასახელდა. მან სერტიფიკატი კატეგორიაში „კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე“ მიიღო. 
მიმდინარე წელს ამ კატეგორიაში, განაცხადების ნაკლებობის გამო, კონკურსი ვერ შედგა, თუმცა ჟიურიმ ტერაბანკის ინიციატივა, როგორც გამორჩეული პროექტი, სერტიფიკატით აღნიშნა. 

„ტერას ონლაინკატალოგი 100 ქართული ბიზნესისთვის“ 2022 წელს განხორციელდა და იგი ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, კონკრეტულად კი ონლაინსივრცეში ბანკის ბიზნესკლიენტების პოპულარიზაციასა და წარმოჩენას ემსახურებოდა. სარეკლამო სააგენტო „ვინდფორსთან“ პარტნიორობით, შეიქმნა ონლაინკატალოგი (terabank.ge), რომელიც 100 ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიას აერთიანებდა და ფეისბუქსა და ტერაბანკის ვებგვერდზე იყო განთავსებული.

ერთგვარი ელექტრონული გზამკვლევი ადამიანებს საშუალებას აძლევდა, დაეთვალიერებინათ მასში წარმოდგენილი კომპანიების პროდუქტები და სერვისები, სურვილის შემთხვევაში, მარტივად დაჰკავშირებოდნენ მწარმოებელს და თავადაც შეეწყოთ ხელი ამ ბიზნესის წარმატებისთვის. პროექტმა გაზარდა კატალოგში წარმოდგენილი ბიზნესკომპანიების ონლაინცნობადობა, მათი ტრადიციულ მედიაში წარმოჩენის ხარისხი და სხვა მცირე და საშუალო ბიზნესების დაინტერესებაც გამოიწვია. 

ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2022 წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის მიზანი საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაციაა. აღსანიშნავია, რომ ტერაბანკმა პროექტისთვის 50 ბიზნესკლიენტის მხარდაჭერის შესახებ 2021 წელს Meliora-ს ჯილდო ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში — მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მიიღო.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი