ტერაბანკი ევროპის ფონდთან ერთად ერთვება Social Impact Award 2023-ის, ყველაზე მასშტაბურ, ახალგაზრდულ საერთაშორისო, პროგრამაში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით!
Social Impact Award-ი 16 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. იმფაქთ ჰაბ თბილისი უკვე მეშვიდე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1500-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 45-მა ფინალისტმა გუნდმა (135 ახალგაზრდა) და დაფინანსდა 22 გამარჯვებული ბიზნესიდეა.
პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს 10-თვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
Social Impact Award 2023 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს სამუშაო შეხვედრების სერიას. პროგრამის მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში.
საინფორმაციო შეხვედრა 25 აპრილს ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.