უკან დაბრუნება

საინვესტიციო იპოთეკური სესხი - ახალი პროდუქტი ტერაბანკისგან

სიახლეები 21 თებერვალი 2023

მომხმარებლებს, რომლებიც უძრავ ქონებას აქირავებენ, შესაბამის შემოსავალსაც იღებენ და დამატებით სურთ კომერციული ფართის ან საცხოვრებელი ბინის შეძენა ან გარემონტება, ტერაბანკი ხელსაყრელ პროდუქტს - საინვესტიციო იპოთეკურ სესხს სთავაზობს.

როგორც შეძენის, ისე გარემონტების შემთხვევაში, ტერაბანკი მიმდინარე შემოსავლებთან ერთად მომხმარებლის იმ სამომავლო იჯარის ღირებულებასაც გაითვალისწინებს, რომელსაც ის შესაძენი ან სარემონტო უძრავი ქონების გაქირავებით მიიღებს.

პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ტერაბანკის არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს. საინვესტიციო იპოთეკური სესხი ლარში, აშშ დოლარსა და ევროში გაიცემა. მისი მიღების ერთ-ერთ პირობას კი უძრავი ქონების გაქირავების გამოცდილება და საიჯარო შემოსავლის არსებობა წარმოადგენს.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი