იპოთეკური ლიზინგი

იპოთეკური ლიზინგით სარგებლობისთვის საკმარისია, ლარში აქტივის ღირებულების მინიმუმ 5%, უცხოურ ვალუტაში კი - 10% წარადგინო.

  • ვადა: ლარში - 15 წელი
  • უცხოურ ვალუტაში - 10 წელი
  • ვალუტა : ლარი, აშშ დოლარი, ევრო

იპოთეკური ლიზინგი

იპოთეკური ლიზინგის პირობები

მინიმალური თანხა   1 000 ლარი
მაქსიმალური თანხა   ინდივიდუალურად
ვალუტა   ლარი, აშშ დოლარი, ევრო (200 000 ლარამდე სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში)
ვადა: ლარი   15 წელი
ვადა: აშშ დოლარი, ევრო   10 წელი
გაცემის საკომისიო   0.5 %(მინ.50 ერთეული)
უზრუნველყოფა   შესაძენი უძრავი ქონება
თანამონაწილეობა: ლარი   5%
თანამონაწილეობა: USD, EUR   10%
კრედიტინფოს ბაზაში ინფორმაციის მოძიების საკომისიო   18 ლარი/6 აშშ დოლარი/6 ევრო
თანხის გატანის საკომისიო   იხ. Სატარიფო პაკეტები

სრული პირობები

გამოთვალე ლიზინგის თანხა

ხშირად დასმული კითხვები

ვერ იპოვე პასუხი? დაგვისვი შეკითხვა
რატომ ავიღო იპოთეკური ლიზინგი?

თუ დეველოპერული კომპანიისგან უძრავი ქონების შეძენა გსურს და შესაბამისი შემოსავალიც გაქვს, მაგრამ თანამონაწილეობისთვის საჭირო თანხის ან დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენას ვერ ახერხებ, იპოთეკური ლიზინგის საშუალებით სასურველ ბინას მარტივად შეიძენ.

როგორ მუშაობს იპოთეკური ლიზინგი?

იპოთეკური ლიზინგით სარგებლობისთვის საკმარისია, ლარში აქტივის ღირებულების მინიმუმ 5%, უცხოურ ვალუტაში კი - 10% წარადგინო. სასურველ ქონებას დეველოპერისგან სალიზინგო კომპანია შეიძენს და შესაბამისი ხელშეკრულებით გადმოგცემს.

როგორ ხდება იპოთეკური ლიზინგის დაფარვა?

ყოველთვიური გადახდებით ლიზინგის დავალიანების შემცირებისა და თანამონაწილეობის თანხის შესაბამისი ოდენობით შეგროვების შემდეგ შენი დაფინანსება სტანდარტული იპოთეკური სესხით გაგრძელდება.

რა მინიმალური თანხის იპოთეკის აღება შემიძლია?

იპოთეკური ლიზინგის მინიმალური ოდენობაა 1 000 ლარი.

როგორ გამოითვლება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯისა და ხარჯის გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.

რა ვადით გაიცემა იპოთეკური ლიზინგი?

ლარში გაცემული იპოთეკური ლიზინგის მაქსიმალური ვადაა 15 წელი; უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური ლიზინგის შემთხვევაში კი, მაქსიმალური ვადა 10 წელია.
 

ვინ შეიძლება იყოს ჩემი თანამსესხებელი?

თანამსესხებლად შესაძლებელია საოჯახო მეურნეობის წევრის დარეგისტრირება.

დაგრჩათ კითხვები?

info@terabank.ge მოგვწერე შეტყობინება
(+995 32) 255 00 00 | * 50 50 დაგვირეკე
გვესტუმრე ფილიალებში იხილეთ ფილიალები
სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი