გრძელვადიანი სტუდენტური სესხი

დაიფინანსე სწავლა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი პროგრამით და ისარგებლე 5-წლიანი საშეღავათო პერიოდით. 

  • უზრუნველყოფილი სესხის ვადა:  120 თვემდე
  • არაუზრუნველყოფილი სესხის ვადა: 72 თვემდე
  • ვალუტა: ლარი

გრძელვადიანი სტუდენტური სესხი

თუ საქართველოში მოქმედი უმაღლესი ან პროფესიულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის სტუდენტი ხარ და სწავლის დასაფინანსებლად სესხის აღება გსურს, ტერაბანკი და ათასწლეულის ფონდი უპრეცედენტო პროგრამას გთავაზობენ.

გრძელვადიანი სტუდენტური სესხის მოდელი საერთაშორისო გამოცდილებაზე დააყრდნობითაა შემუშავებული და მთლიანად ერგება შენს საჭიროებებს. სესხით ისარგებლებენ საქართველოში მოქმედი ავტორიზებული საგანმანათლებლო საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები და აბიტურიენტები (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები). პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სპეციალობებს მიენიჭება.

პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ და სესხის დაფარვა სწავლის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყონ. 

სესხის პირობები

მინიმალური ოდენობა   300 ლარი
მაქსიმალური ოდენობა: არაუზრუნველყოფილი   45 000 ლარი
მაქსიმალური ოდენობა: უზრუნველყოფილი   80 000 ლარი
საშეღავათო პერიოდი   60 თვემდე
ვადა: არაუზრუნველყოფილი   72 თვემდე
ვადა: უზრუნველყოფილი   120 თვემდე
ვალუტა   ლარი
გაცემის საკომისიო   0%
გარანტიის საკომისიო   0 ლარი
თანხის გატანის საკომისიო   იხ. Სატარიფო პაკეტები
მსესხებლის (სტუდენტის) სტატუსი   „აქტიური“ ან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო „შეჩერებული“
თანამონაწილეობა   არ მოითხოვება
უზრუნველყოფა   საბლანკო / უძრავი ქონება

სრული პირობები

ნომინალური   9.9%-დან
ეფექტური   9.01%-დან

პროდუქტით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, შესაბამის დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების  მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შესახებ; შეჩერებული სტატუსის შემთხვევაში, ცნობა სტატუსის შეჩერების მიზეზის მითითებით;
  • ბაკალავრიატის და მაგისტრატურის შემთხვევაში საგამოცდო ქულების შესახებ ცნობა; 
  • პირველი სემესტრის სტუდენტის შემთხვევაში - საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გამოცდებზე მოპოვებული ქულების შესახებ ინფორმაცია;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, საგანმანათლებლო პროგრამისა და მის ფარგლებში სწავლის შედეგებთან დაკავშირებით - საშუალო შეწონილი ქულა (GPA);
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში ცნობა/რეკომენდაცია;
  • პირველი კურსის პირველი სემესტრის შემთხვევაში ცნობა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ;
  • ცნობა/რეკომენდაცია, სადაც აღწერილია  სტუდენტის აკადემიური მოსწრების და კურსის შესაბამისად გავლილი მოდულის შესახებ ინფორმაცია
  • ინფორმაცია მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ან/და სხვა სახის გრანტის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ინვოისი სწავლის საფასურის მითითებით.
     

როგორ მოვითხოვო სესხი?

გვესტუმრე ფილიალებში

  • იხილე ფილიალების ჩამონათვალი: აქ

დაგვირეკე ან მოგვწერე:

სასწავლო დაწესებულებები

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ააიპ - ჯიპა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ააიპ - ჯიპა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

შპს კავკასიის უნივერსიტეტი

შპს კავკასიის უნივერსიტეტი

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველო

ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველო

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ხშირად დასმული კითხვები

ვერ იპოვე პასუხი? დაგვისვი შეკითხვა
როგორ ფინანსდება სწავლა?

პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ხორციელდება ყოველწლიურად. სტუდენტი ერთჯერადად მოიპოვებს 1 წლის სწავლის საფასურს, მაქსიმუმ 100%-ის ოდენობით.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო პროგრამა?

გრძელვადიანი სტუდენტური სესხის პროგრამაში ჩასართავად საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იყოს  ავტორიზებული და ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებდეს: 

  • შემუშავებულია და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
  • მოპოვებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია ან იმყოფება საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესში;
  • წარმოადგენს უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთობლივ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას;
  • წარმოადგენს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით განსაზღვრული ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამას;
  • წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ქსელის (ENQA) წევრი ორგანიზაციის მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამას.

როგორ გამოითვლება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯისა და ხარჯის გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.

რა არის მსესხებლის მინიმალური ასაკი?

18 წელი.

რამდენ ხანს გრძელდება საშეღავათო პერიოდი?

გრძელვადიანი სტუდენტური სესხის საშეღავათო პერიოდი მაქსიმუმ 60 თვე გრძელდება.

რა ხდება სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში?

სესხის ვადაგადაცილებისას ირიცხება პირგასამტეხლო: 20 ლარი − პირველ გადაცილებულ დღეზე. შემდეგ კი ვადაგადაცილებული თანხის 0.50% ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა).
 

სხვა სესხები

იპოთეკური სესხი “გადადი ახალ ბინაში”

იპოთეკური სესხი “გადადი ახალ ბინაში”

სესხი მათთვის, ვისაც ძველი ბინის ახლით შეცვლა სურს.

საინვესტიციო იპოთეკური სესხი

საინვესტიციო იპოთეკური სესხი

საინვესტიციო იპოთეკური სესხი უძრავი ქონების შემოსავლის წყაროდ ქცევისთვის.

გრძელვადიანი სტუდენტური სესხი

გრძელვადიანი სტუდენტური სესხი

სტუდენტებსა და აბიტურიენტებზე მორგებული სესხი სწავლის დასაფინანსებლად.

სუბსიდირებული იპოთეკური სესხი

სუბსიდირებული იპოთეკური სესხი

სპეციალური პირობები იპოთეკურ სესხზე სუბსიდირების პროგრამაში ჩართული პირებისთვის.

სამომხმარებლო სესხი

სამომხმარებლო სესხი

შენი მიზნებისთვის განკუთვნილი მოქნილი სესხი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო სამოგზაუროდ, ტექნიკის ან საჭირო პროდუქტების შესაძენად.

ონლაინ განვადება

ონლაინ განვადება

განვადება სასურველ ნივთზე სახლიდან გაუსვლელად ტერაბანკის პარტნიორ მაღაზიებში.

სესხი კურიერებისთვის

სესხი კურიერებისთვის

შენი მიზნებისთვის განკუთვნილი მოქნილი სესხი.

იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის

იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის

იპოთეკური სესხი დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე.

ავტო განვადება

ავტო განვადება

განვადება სასურველი ავტომობილის შესაძენად შემოსავლების დადასტურების გარეშე.

ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი

ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი

შენივე ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი, რომლის გადახდის მეთოდსაც თავად ირჩევ.

გამარტივებული იპოთეკური სესხი

გამარტივებული იპოთეკური სესხი

მარტივი სესხი დეველოპერულ კომპანიაში ბინის შესაძენად.

იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი

ტერაბანკის სესხი უძრავი ქონების შესაძენად, ასაშენებლად ან გასარემონტებლად.

დაგრჩათ კითხვები?

info@terabank.ge მოგვწერე შეტყობინება
(+995 32) 255 00 00 | * 50 50 დაგვირეკე
გვესტუმრე ფილიალებში იხილეთ ფილიალები
სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი