საბარათე ოპერაციების დაცვის სერვისი
ისარგებლე საბარათე ოპერაციების დაცვის სერვისით და იყავი დაცული, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
საბარათე ოპერაციების დაცვის სერვისი
| ბანკი/მომსახურება |
სტანდარტი - 5 ლარი |
პრემიუმი - 10 ლარი |
პრემიუმ პლუსი - 15 ლარი
|
გოლდი - 25 ლარი |
გოლდი პლუსი - 50 ლარი |
|
პლასტიკური ბარათის ტიპი |
ყველა ტიპის ბარათი | ||||
|
საბარათე ოპერაციების დაცვის სერვისის ვადა |
ბარათის მოქმედების ვადა | ||||
| სასტუმროს ჯავშნის გაუქმება (ანაზღაურებას ექვემდებარება წელიწადში ორი შემთხვევა) |
მაქს. 200 GEL |
მაქს. 400 GEL |
მაქს. 600 GEL |
მაქს. 800 GEL |
მაქს. 1 000 GEL |
| თუ ონლაინ შეძენილი სერვისი/ნივთი ვერ მიიღე ან სერვისი/ნივთი არ შეესაბამება გამოწერილს (ანაზღაურებას ექვემდებარება წელიწადში ხუთი შემთხვევა) |
მაქს. 200 GEL |
მაქს. 500 GEL |
მაქს. 800 GEL |
მაქს. 1 200 GEL |
მაქს. 2 500 GEL |
ბარათები
სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობის ასარიდებლად:
ბარათის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული რჩევები
- არ დატოვო ბარათი ისეთ ადგილას, სადაც შესაძლოა, სხვა ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი;
- არ დააწერო ბარათს პინკოდი და არ შეინახო ფურცელზე დაწერილი პინკოდი ბარათთან ერთად;
- არ გაგზავნო ბარათის სრული მონაცემები: 16-ნიშნა ნომერი, ვადა, უსაფრთხოების (CVC/CVV) კოდი ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით და არ გაუზიარო ეს მონაცემები სხვა ადამიანს;
- არ გაუზიარო სხვას 3D უსაფრთხოების კოდი, რომელსაც გადახდის პროცესში იღებ SMS-ით ოპერაციის დასადასტურებლად;
- საგადახდო ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევავში, დაუყოვნებლივ დაბლოკე ბარათი ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ან დაუკავშირდი ტერაბანკს ბარათის დაბლოკვის მოთხოვნით;
- ბანკომატით სარგებლობისას გამოიჩინე სიფრთხილე, გააკონტროლე შენი და სხვა ადამიანს შორის დისტანცია ისე, რომ არ შეეძლოს შენ მიერ აკრეფილი პინკოდის დანახვა. პროცესის დასრულებისთანავე აიღე თანხა და ბარათი და დარწმუნდი, რომ გამოსული ხარ შენი ანგარიშიდან;
- პოსტერმინალით სარგებლობისას გამოიჩინე სიფრთხილე - არასოდეს გაატანო ბარათი მომსახურე პერსონალს და მოითხოვე პოსტერმინალი წარადგინონ. ამით შეამცირებ ბარათის მონაცემების მოპარვის რისკს;
- მოერიდე ინტერნეტგადახდებისას ბარათის მონაცემების ვებგვერდზე ავტომატურად დამახსოვრებას.
თანხის გადახდა ბარათის მეშვეობით ონლაინ შესყიდვებისას
- წინასწარ მოიძიე ინფორმაცია მაღაზიის რეპუტაციის შესახებ, გაეცანი მომხმარებლების შეფასებებს. მობილური აპლიკაციით სარგებლობისას დარწმუნდი, რომ აპლიკაცია ნამდვილად ეკუთვნის მაღაზიას;
- დააკვირდი ვებგვერდის მისამართის ველს. დარწმუნდი, რომ საიტის მისამართი იწყება არა http//-ით, არამედ https//-ით, სადაც s მიუთითებს ტრანზაქციის დაცულობას. ასევე მისამართის ველში აუცილებლად უნდა ჩანდეს მწვანე ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო.
ფინანსური თაღლითობის სახეები
- კიბერთავდასხმა - ქმედება, რომელიც იყენებს ელექტრონულ მოწყობილობას ან/და დაკავშირებულ ქსელს ან სისტემას ქონების ან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების მიზნით;
- ფიშინგი - თაღლითის მიერ შექმნილი ნამდვილი ორგანიზაციის ვებგვერდის ყალბ ასლზე ბარათის მონაცემების შეყვანა;
- სმიშინგი - იგივე SMS ფიშინგი. ფიშინგის ერთ-ერთი სახე, რომელიც მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით ხორციელდება;
- ვიშინგი - სატელეფონო თაღლითობის სახეობა, როდესაც თაღლითი სატელეფონო კომუნიკაციის გზით ცდილობს ბარათის რეკვიზიტების მოპოვებას;
- სკიმინგი - ბანკომატზე ან პოსტერმინლზე სპეციალური მოწყობილობის, სკიმერის დამონტაჟების გზით ბარათის მონაცემების მოპარვა;
- სპამინგი - გარკვეული კომპანიის ან პიროვნების მიერ სარეკლამო ხასიათის ელექტრონული წერილების დაგზავნა მიმღების ნებართვისა და სურვილის გარეშე;
- მავნე პროგრამები - იგივე ჯაშუშური პროგრამები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს კომპიუტერში დაფიქსირებული პირადი მონაცემების მითვისება.
წყარო:
სერვისები
ტელეფონის ნომრის ცვლილება დისტანციურად
შეცვალე ტერაბანკში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი სახლიდან გაუსვლელად.
სახელფასო პროექტი
მიიღე განსაკუთრებული პირობები ტერაბანკში ხელფასის ჩარიცხვის შემთხვევაში.
დაგრჩათ კითხვები?
info@terabank.ge
მოგვწერე შეტყობინება
(+995 32) 255 00 00 | * 50 50
დაგვირეკე
გვესტუმრე ფილიალებში
იხილეთ ფილიალები