ტერაბანკის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“. შეხვედრას უძღვებოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ მაჭარაშვილი და ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსის მოადგილე ბექა ბიბილაშვილი.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომლის მიზანია აგრობიზნესის მხარდაჭერა და თანამედროვე, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი წარმოების ხელშეწყობა. ვებინარი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და სპიკერებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.