უკან დაბრუნება

ტერაბანკი და ინტელიექსპრესი ემიგრანტებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად გაერთიანდნენ

სიახლეები 23 ოქტომბერი 2026

ტერაბანკი და ინტელიექსპრესი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. პარტნიორობის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში უძრავი ქონების შეძენის პროცესი უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს.

პარტნიორობის ფარგლებში ემიგრანტებს იპოთეკურ სესხზე მათ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს ვთავაზობთ, სესხის მოთხოვნა კი დისტანციურადაა შესაძლებელი. ინტელიექსპრესი მომხმარებლებს ონლაინ განაცხადის შევსებაში დაეხმარება, ჩვენ კი განაცხადს განვიხილავთ სწრაფად და დამტკიცების შემთხვევაში, ხელშეკრულებას საქართველოში მყოფი მინდობილი პირი გააფორმებს.

აღნიშნული თანამშრომლობით ვაგრძელებთ ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს სამშობლოში საკუთარი გეგმების განხორციელებას უმარტივებს.
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი