10 ოქტომბერს ტერაბანკმა გორში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის პრაქტიკული შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ადგილობრივი ბიზნესების დამფუძნებლები და ბუღალტრები დაესწრნენ. მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური მონაცემების სწორად წაკითხვის, ანალიზისა და ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შეფასების საკითხები.
პრაქტიკულ შეხვედრას ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსის მოადგილე ბექა ბიბილაშვილი და აღმოსავლეთ რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიტიკოსების ჯგუფის უფროსი თამარ ჯიქია უძღვებოდნენ. სპიკერებმა დამსწრეებს პროფესიული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს.
მსგავსი ინიციატივებით ტერაბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, პრაქტიკული ცოდნისა და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარებას.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.