უკან დაბრუნება

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა

სიახლეები 07 ოქტომბერი 2026

ტერაბანკი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) თანამშრომლობას აგრძელებს. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 5 მილიონი ევროს მოცულობის ახალი ფინანსური რესურსი მოიზიდა.

ახალი რესურსით მცირე და საშუალო ბიზნესები გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებენ, რაც მათ ინვესტიციების განხორციელებასა და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებაში დაეხმარება.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა. BSTDB-სთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, ქართულ ბიზნესებს კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ზრდაში. ახალი ფინანსური რესურსი ამ თანამშრომლობის გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით“, — აღნიშნა ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ.

სასესხო ხელშეკრულებას ტერაბანკისა და BSTDB-ის წარმომადგენლებმა 6 ოქტომბერს, თბილისში, „BSTDB Dialogues“-ის ფარგლებში მოაწერეს ხელი. ტერაბანკი BSTDB-სთან მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით უკვე მესამედ თანამშრომლობს. 

„მოხარულები ვართ, რომ ტერაბანკთან თანამშრომლობას კიდევ უფრო ვამყარებთ. 5 მილიონი ევროს ოდენობის ახალი ფინანსური რესურსი ქართულ ბიზნესებს დაეხმარება, მიიღონ დაფინანსება ახალი ინვესტიციებისთვის, გააფართოონ საქმიანობა და გამოიყენონ საერთაშორისო ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები“, — განაცხადა BSTDB-ის საბანკო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ზია ალიევმა.

ტერაბანკისა და BSTDB-ის პარტნიორობა საქართველოში კერძო სექტორის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესის როლის გაზრდას ემსახურება.
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი