The Bank of New York Mellon-თან წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, ტერაბანკმა საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება განაგრძო და ევროპის ერთ-ერთ წამყვან საბანკო ჯგუფთან, Societe Generale-თან, ფუნტ სტერლინგის (GBP) საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა.
ბანკი უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს Societe Generale-თან და ევროს (EUR) საკორესპონდენტო ანგარიშით სარგებლობს. ფუნტ სტერლინგის (GBP) საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა ტერაბანკს საერთაშორისო ანგარიშსწორებების მიმართულებით ახალი სერვისების შეთავაზებისა და ოპერაციების გამარტივების შესაძლებლობას მისცემს, ამასთან, ფუნტში საერთაშორისო გადარიცხვების შესრულება მომხმარებლებისთვის სწრაფი და მოქნილი გახდება.
Societe Generale ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საბანკო ჯგუფია. აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტერაბანკის საერთაშორისო საბანკო ქსელის განვითარებასა და გლობალურ ფინანსურ სისტემასთან კავშირების გაღრმავებაში.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.