ტერაბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, The Bank of New York Mellon-თან თანამშრომლობა დაიწყო და თანამშრომლობის ფარგლებში ტერაბანკმა აშშ დოლარის (USD) საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა.
ახალი პარტნიორობა ბანკისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო საბანკო ქსელის გაძლიერების მიზნით. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო გადარიცხვების, სავაჭრო დაფინანსებისა და სხვა საერთაშორისო საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას.
The Bank of New York Mellon (BNY) მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გლობალურ ფინანსურ ბაზრებს ემსახურება და მსოფლიოს მასშტაბით ბანკებს, კორპორაციებს, ინვესტორებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. BNY მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გლობალური ფინანსური სისტემის ფუნქციონირებაში.
BNY-თან თანამშრომლობის შედეგად, ტერაბანკი გააძლიერებს გლობალურ ფინანსურ სისტემასთან კავშირებს და მომხმარებლებისთვის საერთაშორისო საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს გაზრდის.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.