უკან დაბრუნება

ტერაბანკი ფულის გლობალურ კვირეულში ჩაერთო

სიახლეები 21 მაისი 2026

ტერაბანკი ფულის გლობალურ კვირეულს წელსაც შეუერთდა და ღონისძიებაში „მოიწვიე ფინედუ კლასში“ მიიღო მონაწილეობა. 

აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით ბანკის თანამშრომლები, როგორც ფინედუს დესპანები, მარნეულის, გორისა და ბათუმის საჯარო სკოლებს ეწვივნენ და V-XII კლასების მოსწავლეებს ინტერაქციული ფორმატის 12 ღია გაკვეთილი ჩაუტარეს. შეხვედრებზე მათ ფულის ისტორიის, მისი მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობის, ფინანსური უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრეს. 

საქართველოში ფულის გლობალური კვირეული მეთორმეტედ აღინიშნა. „ფულის გლობალურ კვირეულს“ საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და ამ პერიოდიდან ის 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველ გაზაფხულზე იმართება. ინიციატივის მიზანი ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ტარდება და მასში ტერაბანკი სისტემატურად ერთვება.
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი