28 აპრილს ტერაბანკისა და Luxon Power-ის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე: „ენერგოეფექტურობა და გაციფრულება: როგორ ვაქციოთ ხარჯები აქტივად მწვანე დაფინანსების დახმარებით“.
შეხვედრას უძღვებოდნენ კომპანია Luxon Power-ის დამფუძნებელი, რომა მამუკაშვილი და ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსის მოადგილე, ბექა ბიბილაშვილი.
შეხვედრაზე სპიკერებმა ისაუბრეს ენერგოხარჯების შემცირების რეალურ შესაძლებლობებზე, ბაზარზე არსებულ პრაქტიკულ მაგალითებსა და გავრცელებულ შეცდომებზე, ასევე, მწვანე დაფინანსების მექანიზმებზე.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.