ტერაბანკში ვადიანი ტიპის ანაბრებზე აქცია დაიწყო
მომხმარებლები, რომლებიც ტერაბანკში ვადიანი ტიპის ანაბარს გახსნიან ახალ აქციაში ჩაერთვებიან და დამატებით სარგებელს მიიღებენ.
ფიზიკური პირი, რომელიც ანაბარს დისტანციური არხებით ან ფილიალში ვიზიტით ლარში, დოლარსა ან ევროში გახსნის, ისარგებლებს განახლებული საპროცენტო განაკვეთებით:
- ლარში 11.75%-მდე, ეფექტური 11.13%-მდე სარგებელი;
- დოლარში 3.90%-მდე, ეფექტური 3.83%-მდე სარგებელი;
- ევროში 2.70%-მდე, ეფექტური 2.66%-მდე სარგებელი.
აქციაში ჩართვა შეუძლიათ ტერაბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს. პირობებით სარგებლობისთვის საკმარისია, დაინტერესებულმა პირმა ზრდადი, Flex ანაბარი, ვადიანი ან სადეპოზიტო სერტიფიკატი გახსნას.
აღსანიშნავია, რომ ტერაბანკის მომხმარებლად რეგისტრაცია დისტანციურადაც არის შესაძლებელი. რეგისტრაციის შემდეგ მსურველებს შეუძლიათ, დისტანციურადვე შეიძინონ სატარიფო პაკეტი, გაიაქტიურონ მობაილ და ინტერნეტბანკი, გახსნან სასურველი ანაბარი და ისარგებლონ ახალი აქციის პირობებით. თითოეული ანაბრის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კონკრეტული ანაბრის შესაბამის ვებგვერდზე.
ანაბრები
Flex ანაბარი
მოქნილი ვადიანი ანაბარი, რომლითაც გაქვს შესაძლებლობა, ნაადრევად გამოიყენო ანაბარზე არსებული თანხა და მიიღო მაღალი საპროცენტო სარგებელი.
ტერასაფულე
ანაბარზე მიბმული ციფრული საფულე, სადაც თითოეული საბარათე ოპერაციის შესრულებისას შენ მიერ არჩეული თანხის ოდენობა ჩაგერიცხება.
ვადიანი ანაბარი
ვადიან ანაბარზე თანხის წინასწარ განსაზღვრული ვადით შენახვა და მაღალი საპროცენტო სარგებლის მიღებაა შესაძლებელი.
უნივერსალური ანაბარი
თვეში ერთხელ ანაბრიდან თანხის გამოტანის შესაძლებლობა საპროცენტო სარგებლის დაკარგვის გარეშე.
სადეპოზიტო სერტიფიკატი
თავისუფალი თანხის დაბანადებისა და მაღალი საპროცენტო სარგებლის მიღების შესაძლებლობა.