ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ბექა ბიბილაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო, რა შესაძლებლობები არსებობს მდგრადი ინვესტიციების დასაფინანსებლად და რა მწვანე პროდუქტებს სთავაზობს ტერაბანკი მომხმარებლებს.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელიც შეეხო მწვანე დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ძირითად ბარიერებს, მათ შორის კრიტერიუმებს, უზრუნველყოფას, ინფორმირებულობის ნაკლებობასა და პროექტების თანმდევ სირთულეებს.
შეხვედრის ფარგლებში სპიკერებმა განიხილეს ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის როლი, ტექნიკური დახმარების მნიშვნელობა და ბანკებს, ბიზნეს სექტორსა და მხარდამჭერ პროგრამებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობა.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.