ტერაბანკსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - "ფინანსური სერვისები" რეალურ სამუშაო გარემოში კოოპერაციული სწავლების ფორმატით განხორციელებაა.
მემორანდუმის ფარგლებში ტერაბანკი განსაზღვრული მოდულების პრაქტიკულ ნაწილში ჩაერთვება, კოოპერაციული სწავლების რეალურ გარემოში ეფექტიანად წარმართვის მიზნით კი საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და სასწავლო რესურსებს, ამავდროულად, პროფესიული სტუდენტების სწავლებასა და შეფასებას უზრუნველყოფს.
განათლების მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია ახალგაზრდებისთვის მეტი პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნისა და პროფესიული განათლების გაძლიერების კუთხით.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.