უკან დაბრუნება

ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა

სიახლეები 22 დეკემბერი 2025

5–10 დეკემბერს სენაკის ტექნოპარკმა, ტერაბანკთან, Geosoft-თან და სქულიქსთან პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების ჰაკათონს უმასპინძლა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სენაკის ტექნოპარკის ექვსდღიან ინტენსიურ პროექტში 35-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ციფრული საკითხის გადაჭრაზე იმუშავეს.

მონაწილეები გაეცნენ კიბერუსაფრთხოების საფუძვლებს, რეალურ სექტორებში არსებულ გამოწვევებს, ინოვაციური აზროვნებისა და პროდუქტის განვითარების ძირითად პრინციპებს, ასევე კიბერუსაფრთხოებაში ხელოვნური ინტელექტის როლს.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელმა, თამთა შვანგირაძემ, მონაწილეებს ფინანსური განათლებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია.

ჰაკათონის დასასრულს გუნდებმა ჟიურის წინაშე საკუთარი იდეები და მიღებული შედეგები წარადგინეს, რის საფუძველზეც სამი გამარჯვებული გამოვლინდა: ორ გამარჯვებულ გუნდს ტერაბანკმა Wowchy-ს ვაუჩერები გადასცა, ხოლო მესამე გუნდი Geosoft-ის სასწავლო კურსით დაჯილდოვდა. ტერაბანკის მიერ დაჯილდოებული ორი გამარჯვებული გუნდია "Phishguard", რომელმაც კომპანიებისთვის ფიშინგ-სიმულაციების პლატფორმა წარადგინა და "MCU", რომლის იდეას კიბერუსაფრთხოებაზე კომპლექსური საგანმანათლებლო პლატფორმა წარმოადგენდა. 

ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. ბანკის მიზანია, წაახალისოს ახალგაზრდების ინოვაციური აზროვნება და დაეხმაროს მათ პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და ცოდნის გაღრმავებაში.
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი