ტერაბანკის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე „მზის ელექტროსადგურების მშენებლობის რეგულაციების ცვლილებები“. შეხვედრას უძღვებოდნენ კომპანია Shine Energy-ის დამფუძნებელი ნინო გადელია და ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსის მოადგილე ბექა ბიბილაშვილი.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფო სუბსიდირების მოქმედ პროგრამებზე, ტერაბანკის მწვანე შეთავაზებებზე, ნეტო დარიცხვასა და ნეტო აღრიცხვას შორის განსხვავებებზე, მიწოდების მხარეს ბაზრის რეფორმის გავლენასა და თვითმოხმარების სტრატეგიებზე.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.