უკან დაბრუნება

ტერაბანკისა და ბიომი ჰოლდინგის მწვანე შეთავაზება მეწარმეებისთვის

სიახლეები 17 ნოემბერი 2025

ბიომი ჰოლდინგი, ტერაბანკთან პარტნიორობით, აქტიურად ერთვება სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ და მეწარმეებს საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ეხმარება.
სწორად ამ მიზნით, ტერაბანკისა და ბიომი ჰოლდინგის ერთობლივი შეთავაზება განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო გარემოს შექმნა.
ბიომი ჰოლდინგი მომხმარებლებს სთავაზობს სრულ საინჟინრო მომსახურების ციკლს, რომელიც მოიცავს:

  • ვენტილაციის, გათბობისა და კონდიცირების სისტემების დაპროექტებას;
  • მოწყობილობების მონტაჟს;
  • სერვისულ მომსახურებას და საგარანტიო მხარდაჭერას.

ფინანსური პირობები:

ობიექტის ზომა

ფასდაკლება შეთავაზება მოიცავს
500 მ²-მდე

- 10%

პროექტირება, მონტაჟი, სერვისი

500 მ²-დან ზემოთ - 15%

პროექტირება, მონტაჟი, სერვისი

 

შეთავაზების პირობის თანახმად, თუ დამკვეთი გადაწყვეტს ბიომი ჰოლდინგის მიერ შემუშავებული პროექტი განხორციელდეს სხვა შემსრულებლის მიერ ან/და შესრულდეს სხვა ბრენდების პროდუქციის გამოყენებითკომპანია დამკვეთს  პროექტის ღირებულებაზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ბიომი ჰოლდინგის  მიერ შეთავაზების ფარგლებში შერჩეული ბრენდების: Vortice, Riello, Beretta, Warmhaus, Samsung და Mitsubishi-ის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დადგენილ ენერგოეფექტურობის სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ ტერაბანკის მდგრადი განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს თანამედროვე, ენერგოეფექტური და განახლებადი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ბანკი აქტიურად უჭერს მხარს მწვანე ინიციატივებს, ხელს უწყობს მეწარმეებს ეკო-სტანდარტების დანერგვაში და ზრდის ენერგოეფექტურობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერებას.
 

მწვანე შეთავაზებები

მწვანე შეთავაზებები

გაიგე მეტი
სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი