უკან დაბრუნება

ტერაბანკის ორგანიზებით მწვანე დაფინანსების შესახებ ვებინარი ჩატარდა

სიახლეები 12 ნოემბერი 2025

6 ნოემბერს ტერაბანკის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი, რომელიც მწვანე დაფინანსების შესაძლებლობებსა და კრიტერიუმებს, მათ შორის მწვანე ტაქსონომიასა და ახალ უნივერსალურ საგრანტო პროგრამას დაეთმო.

ვებინარს უძღვებოდნენ ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების ხელმძღვანელი სალომე თვალოძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ბოსტაშვილი. შეხვედრის მიზანი იყო ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობებისა და რეგულაციების გაცნობა, რომლებიც ხელს უწყობს მათ საქმიანობაში ეკო-სტანდარტების დანერგვას.

ტერაბანკი მომავალშიც განაგრძობს მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესების მწვანე ტრანსფორმაციის პროცესს საქართველოში.
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი