უკან დაბრუნება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ბიზნეს უნივერსალი ECO

სიახლეები 05 ნოემბერი 2025

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა „ბიზნეს უნივერსალი ECO“-ს პირობები განახლდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. კერძოდ ახალი საწარმოების შექმნას, გაფართოებას, ტექნოლოგიურ წინსვლასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

განახლებული პირობები მიმართულია ეკო ინიციატივების მხარდაჭერაზე. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, მათ შორის ქალ მეწარმეებს, შეუძლიათ დაფინანსება მიიღონ პროექტებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რესურსების ოპტიმიზაციას და მდგრადი განვითარების სტანდარტების დანერგვას. დაფინანსება ხელმისაწვდომია ენერგოეფექტური მშენებლობებისთვის, მწვანე ტექნოლოგიებისა და საწარმოო აღჭურვილობის შესაძენად, ასევე თანამედროვე გათბობა-გაგრილების სისტემების დანერგვისთვის.

პროგრამა განკუთვნილია სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის: წარმოება, ტურიზმი, კაფე-რესტორნები, განათლება, მედიცინა, სპორტი და სხვა.

იხილეთ პროდუქტის დეტალები ვრცლად.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი