ტერაბანკის ბარათის მფლობელები 25-26 ოქტომბერს სუპერის ყველა ფიზიკურ მაღაზიასა და ვებსაიტზე SuperStore.ge (Super სახლი&სამზარეულო, Super Toys) ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას 50%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
შეთავაზება ვრცელდება ტერაბანკის ნებისმიერ ბარათზე (მხოლოდ ტერაბანკის POS ტერმინალზე გატარებისას), მათ შორის Apple Pay-ით და Google Pay-ით გადახდისას, ასევე ონლაინ შენაძენებზე, რომლებიც შესრულდება თიბისი ან ლიბერთი ბანკის გადახდის მეთოდით.
შეთავაზება მოქმედებს ფასდაკლებულ პროდუქტებზეც.
ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა ერთ მომხმარებელზე შეადგენს 300 ლარს, დაბრუნებული თანხა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება 2-3 სამუშაო დღეში.
მომხმარებლებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ტერაბანკის ბარათი, შეუძლიათ გახსნან ანგარიში, აიღონ ბარათი და ისარგებლონ აღნიშნული შეთავაზებით.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.