15 ოქტომბერს ტერაბანკის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი, რომელიც ემიგრანტების ფინანსური განათლების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
ვებინარს გაუძღვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი, სოფო მამნიაშვილი და ტერაბანკის საცალო საქმიანობის განყოფილების უფროსი, თამთა პეტროსოვა.
შეხვედრის ფარგლებში სოფო მამნიაშვილმა ისაუბრა ფინანსური განათლების არსსა და მნიშვნელობაზე ეროვნული ბანკის პერსპექტივიდან, ხოლო თამთა პეტროსოვამ დამსწრეებს გააცნო არსებული ფინანსური გამოწვევების პრაქტიკული გადაწყვეტები და გაუზიარა რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ემიგრანტებს თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით საკუთარი რესურსების ეფექტიანად მართვა.
ვებინარის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ემიგრანტებს საზღვარგარეთ ყოფნისას მათი ფინანსების სწორად დაგეგმვასა და მართვაში დაეხმარება.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.