უკან დაბრუნება

ტერაბანკი თვითდასაქმებულებს მათ საქმიანობაზე მორგებულ სესხებს სთავაზობს

სიახლეები 02 სექტემბერი 2025

ტერაბანკი თვითდასაქმებულებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებს სთავაზობს. დაინეტერესებულ პირებს, რომლებიც თვითდასაქმებულები, არიან სესხის აღება შეუძლიათ როგორც დადასტურებული, ისე კერძო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის საფუძველზე.


სესხებით სარგებლობა შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, კერძოდ: ტაქსის მძღოლებს, სტომატოლოგებს, რეპეტიტორებს, სტილისტებს, მკერავებს, ოჯახის დამხმარეებს, დამლაგებლებს, მანიკურისა და პედიკურის სპეციალისტებს, ავტოხელოსნებს, სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელებს, ხელოსნებსა და კურიერებს.


აღნიშნული სიახლე, რომელიც ბანკმა გასულ წელს დანერგა, თვითდასაქმებულებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ზრდის და საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი